7
12 თებერვალი 2026, 00:05
მილანში 2026 წლის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის ინდივიდუალური ასპარეზობები მიმდინარეობს. მაყურებლების წინაშე თავისუფალ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი წარდგა; მათ მსაჯებისგან ქულა 118,87 დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 196,02 ქულა დააგროვეს, რაც ამ ეტაპზე პირველი შედეგია.
მანამდე რიტმულ ცეკვაში წყვილმა 77,15 ქულა მოაგროვა. 13 თებერვალს თავისუფალი პროგრამით ყინულზე უკვე ნიკა ეგაძეს ვიხილავთ.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |