ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს თუკი ისინი ომში წავიდოდნენ, შეაქებდა თუ გეი ქორწინება დაკანონდებოდა, ვინაიდან საქართველოს არ სურს ზემოთ ჩამოთვლილის გაკეთება, შესაბამისად, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ“.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოს ამოცანა მკაფიოა, შეინარჩუნოს მშვიდობა, გააძლიეროს ეკონომიკა და არ დაუშვას, რომ გარე პოლიტიკური დაპირისპირებები ქვეყნის შიდა სტაბილურობის ფასად გადაწყდეს.
მისი შეფასებით, პარტნიორობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი პატივს სცემს არჩევანის თავისუფლებას და არ მოითხოვს ეროვნული პოზიციების უარყოფას.
„ბრიუსელს, არა საქართველოს კეთილდღეობა, არამედ საქართველოს უბედურებაში საკუთარი კეთილდღეობის პოვნა სურს! ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველო ცდილობს პრაგმატული, მშვიდობაზე და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას, ამას დასავლეთიდან მოჰყვება კრიტიკის ახალი ტალღა. როდესაც ვაცხადებთ, რომ არ გვინდა ომში ჩართვა, ეს წარმოჩინდება როგორც „არასაკმარისი ერთგულება“. როდესაც ვსაუბრობთ ეროვნული ინტერესების დაცვაზე, ეს ინტერპრეტირდება როგორც „ევროპული ღირებულებებისგან გადახვევა“.
ჩნდება ლოგიკური კითხვა, დასავლეთის მხარდაჭერა არის თუ არა დამოკიდებული იმაზე, რამდენად ზუსტად იმეორებს ქვეყანა გარედან დაწერილ დღის წესრიგს? თუ პარტნიორობა რეალურად თანასწორია, მაშინ განსხვავებული პოზიცია არ უნდა აღიქმებოდეს მტრობად და დასჯის მექანიზმები არ უნდა ეძებო.
საქართველოს ამოცანა მკაფიოა შეინარჩუნოს მშვიდობა, გააძლიეროს ეკონომიკა და არ დაუშვას, რომ გარე პოლიტიკური დაპირისპირებები ქვეყნის შიდა სტაბილურობის ფასად გადაწყდეს. პარტნიორობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი პატივს სცემს არჩევანის თავისუფლებას და არ მოითხოვს ეროვნული პოზიციების უარყოფას.
საქართველოს მომავალი უნდა განისაზღვროს თბილისში! ქართველი ხალხის ჩართულობით და არა დასავლეთში, დასავლელი ბიუროკრატების კაბინეტებში!“, - წერს ჩიხელიძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |