კახა კალაძე - მალე დავაანონსებთ ახალ პროგრამებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 12 თებერვალი 2026, 00:11

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენს ბიუჯეტში, ეს თანხობრივადაც გამოიხატება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჯანდაცვის პროგრამაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის და ვითარდება, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება.

“რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკით ქვეყანა ისე განვავითაროთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს ქვეყანაში. ვიდრე, არსებობენ ასეთი ოჯახები, როგორც დედაქალაქის მერი, ვპირდები ამ ადამიანებს, ვიდრე არის ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” ამ ადამიანებს პრობლემების პირისპირ არ დავტოვებთ, ყველას დავეხმარებით, ყველას ხელს შევუწყობთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ისაუბრა ასევე სკრინინგ პროგრამებზე, რომელსაც პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგ პროგრამა ემატება.

“აღნიშნული პროგრამა პრევენციული თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელია ადრეულ ეტაპზე მოხდეს მძიმე სენის გამოაშკარავება და დავეხმაროთ მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვს. მინდა ყველას ჯანმრთელობა ვისურვო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგება მუნიციპალიტეტი მზად არის ყოველგვარი გადასახადების გარეშე დაეხმაროს ამ ადამიანებს”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი მალე ახალ პროგრამებს დააანონსებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
კახა კალაძე ბერლუსკონისთან კომუნიკაციის შესახებ: ეს არის სიმართლე - სააკაშვილის დროინდელ თანამდებობის პირებს საქილიკო არაფერი აქვთ, ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან
კლერ კაიზერი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს თავად საქართველო განსაზღვრავს და არა ვაშინგტონი
ლორა თორნტონი: არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი - შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში
არქივი