ირაკლი კირცხალია: როდესაც აქაური უსამშობლოები და ბრიუსელის მიერ ხელდასხმული აგენტურა, ევროკავშირის დროშით ხელში აქ პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას წვავენ, ზიზღის ენას აფრქვევენ, ამ დროშის შეურაცხყოფაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 12 თებერვალი 2026, 00:13

ევროპაში ევროპა უნდა დაბრუნდეს, ის ღირებულებები და ფასეულობები. მათი საქციელი იმ დროშის შეურაცხყოფაა, რომელიც ზურგსუკან უდგათ და აკეთებენ ასეთ განცხადებებს ჩვენი ქვეყნის და თუნდაც, თავიანთი წევრი ქვეყნების მიმართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში "ღამის კურიერი".

მისი თქმით, ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფაა, როდესაც "აქაური უსამშობლოები და აგენტურა" ამ დროშით დღეს ზიზღის ენას აფრქვევენ, პოლიციელებს და პარლამენტის შენობას წვავენ. კირცხალიას განცხადებით, ბრიუსელი იქამდე მივიდა, რომ მათი ელჩი და უმაღლესი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო აქციებზე დადიოდნენ, სადაც, საზოგადოებას მაიდანს უანონსებდნენ.

"როდესაც აქაური უსამშობლოები და მათ მიერ ხელდასხმული აგენტურა, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში მიჰყავდა - ყველას გვახსოვს ლომჯარიები და ის გვარები, რომელთა სასამართლოსაც ადევნებს თვალყურს ჩვენი საზოგადოება, იმ დროშით ხელში დღეს, პოლიციელებს წვავენ, ზიზღის ენას აფრქვევენ და პარლამენტის შენობას წვავენ, რომელიც ფასეულობებს, ღირებულებებს, ეკონომიკურ სტაბილურობას ემსახურებოდა და ერთიანებდა, იმ დროშის შეურაცხყოფაა. აქამდე მივიდა ბრიუსელი. ევროკავშირის ელჩი და წარმომადგენლები, პოლიტკური უმაღლესი თანამდებობის პირები, ანტისამთავრობო აქციებზე დარბოდნენ და მაიდანს უანონსებდნენ ჩვენს საზოგადოებას.

ჩვენ რაც გვიწერია კონსტიტუციაში, ღირებულებებზე დაყრდნობით გვიწერია, ამ ღირებულებებს მივყვებით და ყოველთვის ვამბობთ, რომ მარტა კოსები და ეს ბიუროკრატიის დღევანდელი "ელიტა", არ არის ევროკავშირი, ისინი ყველანი წარმავალი არიან - ევროკავშირი დარჩება ევროკავშირად, ყოველ შემთხვევაში, გვინდა, რომ დარჩეს, რადგან ერთ-ერთი ძლიერი ეკონომიკური კავშირი იყო, რომელიც ფასეულობებზე, ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე იყო აგებული." - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
კახა კალაძე ბერლუსკონისთან კომუნიკაციის შესახებ: ეს არის სიმართლე - სააკაშვილის დროინდელ თანამდებობის პირებს საქილიკო არაფერი აქვთ, ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან
კლერ კაიზერი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს თავად საქართველო განსაზღვრავს და არა ვაშინგტონი
ლორა თორნტონი: არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი - შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში
არქივი