ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: როდესაც ყველაფერს აკეთებ სიცრუით, ცრუ ნარატივით, ცრუ დასმენით, როდესაც არანაირი ფაქტი არ გაქვს და ამას აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, იხვეწები, რომ ჩემი ქვეყანა დაასანქცირეთ, საბოტაჟია, აბა რა არის?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 12 თებერვალი 2026, 00:42

როდესაც ყველაფერს აკეთებ სიცრუით, ცრუ ნარატივით, ცრუ დასმენით, არაობიექტურად, არაობიექტურად კიდევ ძალიან რბილი შეფასებაა, სრულ სიცრუეზე დაყრდნობით. არანაირი ფაქტი როდესაც არ გაქვს, ამას როდესაც აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, აი, ამ ცრუ ბრალდებებით როდესაც იხვეწები, რომ ჩემი ქვეყანა დაასანქცირე, საბოტაჟია,აბა რა არის?!-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „ღამის კურიერი“ ოპოზიციის კრიტიკასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს შორის განსხვავებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ერთმანეთთან ჯაჭვურად არის დაკავშირებული და მიმართულია საბოტაჟისკენ.

„საბოტაჟია, აბა რა არის, როცა ამას აკეთებ, როცა ხელმოწერებს აგროვებ, რომ ოღონდ ჩვენ დაგვასანქცირეთ, სრულიად ცრუ ფაქტებზე დაყრდნობით რომ უნდათ თქვან, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში, ოღონდ ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში“. ეს საბოტაჟია, აბა რა არის?! ერთ პრიზმაში რომ შევხედოთ ერთი ხაზია ეს ყველაფერი, ჯაჭვურად არის ეს ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმული. არჩევნები ჩატარდა ყველამ კარგად ვიცით, ის რაღაცა გამოჟონილი ბიულეტენები, სასაცილო და კომედიური მდგომარეობა, რაც გააკეთეს, გამოძიება ჩატარდა საერთაშორისო აუდიტები მოიწვიეს, პროკურატურამ რამდენი გამოკითხა, დალუქეს ყველაფერი, ყველაფერი დაამთავრეს, ნული არგუმენტი. საერთოდ დასკვნები დაიდო, რას ჰქვია არალეგიტიმურად,“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალიამ ასევე გაიხსენა ლევან ხაბეიშვილის საქმე, სადაც ის სპეცრაზმელებს ფულს სთავაზობდა და მოუწოდებდა საბოტაჟისკენ, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართული პერფორმანსი მოიყვანა მაგალითად, რომელიც ხაბეიშვილის ქმედებისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისჯება სისტემური დანაშაული და არა პერფორმანსი.

„ხაბეიშვილის საქმე, გახსოვთ თქვენ რასთან დაკავშირებით არის ეს ბატონი განმწესებული იქ, რა საქმეზე. გახსოვთ ის მასალები გამოძიების, რომელიც გასაჯაროვდა, რომ სისტემურად ის მოუწოდებდა ასე ვთქვათ საბოტაჟისკენ, ამაში ფულს სთავაზობდა, მოწოდება იყო ეს პირდაპირ სპეცრაზმელებს, სპეცრაზმის წევრებს და ვნახეთ ამაზე მოხდა გამოძიება და ეს ადამიანი მიცემულია პასუხისგებაში. რა ვნახეთ იმავე დღეს? - მისი პოლიტიკური თანაგუნდელები მივიდნენ ვაჟა-ფშაველაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან და დარბოდნენ ბანერებით, რომ აი იმავეს ვიმეორებთ და ჩვენი განცხადება იყო მარტივი, რომ ისჯება არა პერფორმანსი, რა პერფორმანსსაც ეხლა თქვენ აკეთებთ, არამედ ისჯება სისტემური დანაშაული“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
კახა კალაძე ბერლუსკონისთან კომუნიკაციის შესახებ: ეს არის სიმართლე - სააკაშვილის დროინდელ თანამდებობის პირებს საქილიკო არაფერი აქვთ, ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან
კლერ კაიზერი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს თავად საქართველო განსაზღვრავს და არა ვაშინგტონი
ლორა თორნტონი: არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი - შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში
არქივი