კახა კალაძე: ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს. ეს ადამიანები, რომლებიც გარედან მართულები არიან, ქვეყნის მოღალატეები არიან. მათ საქართველოს ინტერესი არ აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 12 თებერვალი 2026, 01:35

ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს. ეს ადამიანები, რომლებიც გარედან მართულები არიან, ქვეყნის მოღალატეები არიან. მათ საქართველოს ინტერესი არ აქვთ. გარედან დაფინანსებულები არიან, თავიანთი პატრონები რასაც ეტყვიან, მზად არიან ეს ყველაფერი შეასრულონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რა მდგომარეობაშიც დღეს ოპოზიცია იმყოფება, არის მათივე ქმედებების მონაპოვარი.

„როგორ შეიძლება დემოკრატიულ პროცესად შეაფასო პრეზიდენტის სასახლის აღება მაშინ, როდესაც მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია, რომ ხელისუფლებას დაამხობდნენ. სახელმწიფო გადატრიალება დემოკრატიული პროცესიაო. გარედან ყველანაირად ახალისებდნენ, კონკრეტული ქვეყნის ელჩები გამოდიოდნენ და პირდაპირ ახალისებდნენ ამ ბოროტებას და უბედურებას, რომლის განხორციელებაც დაიწყეს 4 ოქტომბერს, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს მყისიერად და შეაჩერეს ეს ყველაფერი. ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

არავის დაჭერა არ გვიხარია. დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, რიგითი დეპუტატის ჩათვლით ყველა გამოვდიოდით და მოვუწოდებდით ამ ადამიანებს, რომ არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება. უამრავი მოწოდება გავაკეთეთ, მაგრამ არ გაითვალისწინეს. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ვინც ეცდება არაკანონიერი გზით ხელისუფლების შეცვლას, რევოლუციას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხალხის დაპირისპირებას, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს.

ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, გვაქვს არჩევნები და ხელისუფლების ცვლილებები უნდა მოხდეს დემოკრატიული გზით. მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თავად აირჩიოს ქვეყნის ხელისუფალი, ვის ანდობს ქვეყანას და არა გარედან ძალებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ მათთვის სასიამოვნო ადამიანები მოიყვანონ პოლიტიკაში, დასვან მთავრობაში, რომ შემდეგ მართონ ისე, როგორც მათ სურთ და არა ქართველ ხალხს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
კახა კალაძე ბერლუსკონისთან კომუნიკაციის შესახებ: ეს არის სიმართლე - სააკაშვილის დროინდელ თანამდებობის პირებს საქილიკო არაფერი აქვთ, ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან
კლერ კაიზერი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს თავად საქართველო განსაზღვრავს და არა ვაშინგტონი
ლორა თორნტონი: არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი - შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში
არქივი