დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატები საქართველოს ვერ დასჯიან — ევროკავშირი ჩვენზე გამავალ დერეფანზეა დამოკიდებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 12 თებერვალი 2026, 01:36

პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა არსებით გავლენას ვერ მოახდენს ვითარებაზე და გლობალურად საქართველოს დასჯა შეუძლებელია, რადგან ქვეყანა სასიცოცხლო ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

„ყველაზე ოპტიმისტური გათვლაც კი ამბობს, რომ მოსაზრება, თითქოს ალტერნატიულმა გზამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლოა საქართველოს უკვე მოქმედი და აპრობირებული ნავთობისა და გაზის მაგისტრალები, რკინიგზა და პორტები ჩაანაცვლოს, პრაქტიკულად გამორიცხულია"- განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, ალტერნატიული მარშრუტების შესახებ საუბარი რეალურ საფუძველს მოკლებულია და საქართველოს ჩანაცვლება ამ ნაწილში პრაქტიკულად გამორიცხულია.

„დღეს ოპოზიციონერები რას ზეიმობენ? იმას, რომ 2024–25 წლებში რასაც ამბობდნენ, 2026 წელს მიაღწიეს და დიპლომატიური პასპორტებით ქვეყნებში გადაადგილება შეუზღუდეს საქართველოს მაღალჩინოსნებს? სამოქალაქო პასპორტით წავა ესა თუ ის ჩინოვნიკი ევროპაში და არსებითად არაფერი შეიცვლება. გლობალურად საქართველოს ვერ დასჯიან, რადგან მთელი ევროკავშირი ზის იმ ტოტზე, რომელიც ტოკიოდან ლისაბონამდე გადის საქართველოს გავლით — სასიცოცხლო მნიშვნელობის გაზის, ელექტროენერგიისა და სხვადასხვა საქონლის სახით.

სპეციალისტებს ჩაეკითხეთ: ყველაზე ოპტიმისტური გათვლაც კი ამბობს, რომ მოსაზრება, თითქოს ალტერნატიულმა გზამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლოა საქართველოს უკვე მოქმედი და აპრობირებული ნავთობისა და გაზის მაგისტრალები, რკინიგზა და პორტები ჩაანაცვლოს, პრაქტიკულად გამორიცხულია. მაქსიმუმ, შეიძლება პარალელური გზა შეიქმნას, რომელიც 7–10 წელიწადში ჩადგება მწყობრში — თუ საერთოდ ჩადგება. მაგრამ მანამდე რა უნდა ქნან? და რომც ამოქმედდეს ეს გზა, საქართველოს ჩანაცვლება გამორიცხულია", - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ვიზიტზე: ეს ყველაფერი ნიშნავს სამარცხვინო პოლიტიკას, რომელსაც „ევროსაბჭოთაკავშირი“ თავის დედაქალაქ ბრიუსელით, აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატები საქართველოს ვერ დასჯიან — ევროკავშირი ჩვენზე გამავალ დერეფანზეა დამოკიდებული
ნიკოლოზ მეტრეველი: შაჰიდ ბატი, რომელიც 1999 წელს იემენში გასამართლდა ტერორისტულ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ამ დღეებში ბირმინგემის საქალაქო საბჭოში იყრის კენჭს
ქართველიშვილი: სუს-ის დირექტორის, მამუკა მდინარაძის ვიზიტი აშშ-ში უფრო ჰგავს არა პროტოკოლურ ფოტოსესიას, არამედ, სამუშაო შესვლას ამერიკულ ძალოვან კონტურში
პიტერ სიიარტო: უკრაინა იბრძვის საკუთარი თავისთვის და არა ჩვენთვის. ჩვენ მისგან არაფრით ვართ დავალებულნი
არქივი