მშვიდობის პირობებში ბევრ ადამიანს უჭირს იმის შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 12 თებერვალი 2026, 01:37

საქართველო თავისი ადგილმდებარეობით დამაკავშირებელია აზიისა და ევროპის, შავი ზღვა გეოპოლიტიკური თვალსაზრისთ ძალიან მნიშვნელოვანია და ამის არაღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ობიექტური კვლევა საქართველოს წინსვლას აღიარებს.

„ეს არის, რა თქმა უნდა იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. ჩვენი ბევრი მხარდამჭერიც ბევრ კითხვას სვამდა, თუ რატომ ვიღებდით ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ შევხედავთ ჩვენს განვლილ წლებს, პოლიტიკურ სვლებს, დღევანდელი მსოფლიო რა მდგომარეობაშიც არის, ხომ მარტივია იმ შეფასების გაკეთება, რომ ხელისუფლებამ გადადგა სწორი ნაბიჯები, ქვეყანას აარიდა ძალიან დიდი უბედურება ომის სახით. ეს რა თქმა უნდა მარტივი არ იყო, უამრავი შეურაცხყოფა, შემოტევა. მშვიდობის პირობებში ბევრ ადამიანს უჭირს იმის შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
კახა კალაძე ბერლუსკონისთან კომუნიკაციის შესახებ: ეს არის სიმართლე - სააკაშვილის დროინდელ თანამდებობის პირებს საქილიკო არაფერი აქვთ, ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან
კლერ კაიზერი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს თავად საქართველო განსაზღვრავს და არა ვაშინგტონი
ლორა თორნტონი: არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი - შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში
არქივი