კლერ კაიზერი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს თავად საქართველო განსაზღვრავს და არა ვაშინგტონი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 12 თებერვალი 2026, 02:01

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგის პანელისტებად მიწვეულნი იყვნენ McLarty Associates-ის უფროსი მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.

„საქართველოს ისტორია დიდია, მისი ხალხი კი - მედეგი. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს თავად საქართველო განსაზღვრავს და არა ვაშინგტონი, თუმცა ახლა, 2026 წლის თებერვალში, ჩვენ ვხედავთ უჩვეულო დინამიზმს კავკასიის რეგიონში, მათ შორის აშშ-ის ჩართულობითაც. ამიტომ, ჩვენ ღიად უნდა მივუდგეთ რეგიონული მიდგომის კრეატიულად გააზრებას, რათა ხელიდან არ გავუშვათ ეს შესაძლებლობა იმ იმედით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოვლენები საუკეთესოდ ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ის ხალხის ინტერესებს“, - აღნიშნა კლერ კაიზერმა.

„მე ასევე მოგიწოდებდით, რომ ეს გამოწვევა არა მხოლოდ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში, არამედ რეგიონულ კონტექსტშიც განვიხილოთ. ვფიქრობ, ცენტრალური აზია ამ მხრივ საინტერესო მოდელს გვთავაზობს: ათი წლის წინ აშშ-მა წამოიწყო C5+1 ფორმატი, რომელიც დღესაც მყარი პლატფორმაა და სულ უფრო მეტ იმპულსს იძენს, რაც ნოემბერში, ვაშინგტონის სამიტზეც ვიხილეთ. აშშ-ის პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ მსგავსი ინიციატივა TRIPP-ის ბაზაზე, რაც მას მეტ მდგრადობას შესძენს - პირობითად რომ ვთქვათ, რაღაც C3-ის მსგავსი. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში განამტკიცებდა აშშ-ის ინტერესს სამხრეთ კავკასიის ინტეგრაციასა და თანამშრომლობაში. ეს არ არის ურთიერთობების გადატვირთვა საქართველოსთან. ეს არის მცდელობა, ვიპოვოთ მათთან ურთიერთობის გზა უფრო ფართო რეგიონულ დონეზე - უსაფრთხოების, რეგიონული ინტეგრაციისა და ეკონომიკური პლატფორმის მეშვეობით, რაც საბოლოოდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ მთელ რეგიონს. ვფიქრობ, ეს საშუალებას მოგვცემს, პარალელურ რეჟიმში ვიპოვოთ სწორი გზები აშშ-საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლადაც“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
კახა კალაძე ბერლუსკონისთან კომუნიკაციის შესახებ: ეს არის სიმართლე - სააკაშვილის დროინდელ თანამდებობის პირებს საქილიკო არაფერი აქვთ, ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან
ლორა თორნტონი: არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი - შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში
მშვიდობის პირობებში ბევრ ადამიანს უჭირს იმის შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა
არქივი