დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 12 თებერვალი 2026, 02:28
ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე - მილანი/კორტინა 2026 მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა. გუნდური შეჯიბრების შემდეგ, ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ სპორტულ ცეკვებში შესრულებული თავისუფალი პროგრამის შედეგების გათვალისწინებით.

მოკლე პროგრამაში დაკავებული მე-13 ადგილის შემდეგ, თავისუფალ პროგრამაში უკეთ იასპარეზა დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა. საქართველოს ნაკრების წევრებმა 20 მონაწილეს შორის 118.87 ქულა გამოიმუშავეს და შესაბამის პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავეს, ხოლო ორივე პროგრამის შედეგად კი 196.02 ქულა დაუგროვდათ და მე-13 ადგილზე დაასრულეს გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე.

ჩემპიონობა მოიპოვეს საფრანგეთის წარმომადგენლებმა, ლორანს ბოდრი-ფურნიემ და გიომ სიზერონმა. ვერცხლის მედლები დაიმსახურეს ამერიკელების, მედისონ ჩოკის და ევან ბეიტსის წყვილმა, ხოლო ბრინჯაოს ჯილდო ერგო პიპერ ჟილესის და პოლ პორიეს კანადურ წყვილს.

ფიგურულ ციგურაობაში ასპარეზობა 13 თებერვალს, ვაჟთა თავისუფალი პროგრამით განახლდება, სადაც იასპარეზებს ნიკა ეგაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი