ოლიმპიური ჩემპიონობა კი ფრანგებმა მოიპოვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 12 თებერვალი 2026, 02:54

ზამთრის ოლიმპიადაზე სპორტულ ცეკვაში ოქროს მედლისთვის ბრძოლა მეტად საინტერესოდ წარიმართა. უმაღლესი სინჯის პრეტენდენტები იყვნენ ამერიკელები – მედისონ ჩოკი-ივან ბეიტსი და ფრანგები – გილემ სიზერონი და ლორენს ფურნიე.

ამ ორ წყვილს შორის საბოლოოდ ქულათა ძალიან მცირე სხვაობა დაფიქსირდა – ოლიმპიური ჩემპიონობა კი ფრანგებმა მოიპოვეს (225.82 ქულა). მეორე იყო ამერიკული წყვილი (224.39 ქულა), ხოლო ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ კანადელები – ფაიფერ გილი და პოლ პუარიე (217.74 ქულა).

საქართველოს წარმომადგენლებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა საბოლოოდ მეცამეტე ადგილი დაიკავეს (196.02).

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი