თავდამსხმელი, რომელმაც კანადაში დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ სკოლის ბიბლიოთეკაში ცეცხლი გახსნა და ექვსი ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან რუტსელაარი აღმოჩნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 12 თებერვალი 2026, 10:06

თავდამსხმელი, რომელმაც დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ, კანადის ქალაქ ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლის ბიბლიოთეკაში ცეცხლი გახსნა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან რუტსელაარი აღმოჩნდა.

გამოცემა Daily Mail-ი აქვეყნებს კანადის ისტორიაში სკოლაში განხორციელებული მეორე ყველაზე სისხლიანი სროლის ავტორის ფოტოს, რომელზეც მას ხელში ავტომატი უჭირავს.

რუსტელაარმა სკოლაში მოკლა მასწავლებელი, ასევე 13-დან 17 წლამდე ასაკის სამი გოგონა და ორი ბიჭი. მსროლელმა სკოლაში თავი მოიკლა. მანამდე კი მან დედა, ჯენიფერი და ძმა, ემეტი მათსავე სახლში მოკლა.

კანადის პოლიციის განმარტებით, რუსტელაარმა საკუთარი თავის ქალად იდენტიფიცირება ექვსი წლის წინ, 12 წლის ასაკში დაიწყო და წლების განმავლობაში მის სახლში არაერთი გამოძახება დაფიქსირდა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ - აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს კომპანიასთან
ევროპარლამენტარმა რიმა ჰასანიმ დროებით დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ ბრალდებები ტყუილია
„როიტერი” - ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
„სიბიეს ნიუსი“ - ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს, გრძელდება მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია
არქივი