ზაალ ანჯაფარიძე: მომხსენებლები თორნტონი და ვართანიანი, დიდად არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა პერიოდში გამართული პოლიტ - აგიტპროპის შეხვედრებზე საგანგებოდ მოწვეული აგიტატორებისგან თუ პოლიტმუშაკებისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 12 თებერვალი 2026, 15:24

აშშ-ის კონგრესის ე.წ. "ჰელსინკის კომისიის" გუშინდელ სხდომას ასდიოდა საბჭოური თვეობით გაურეცხავი ტუალეტის სუნი, რადგან გარემო იყო ისეთი - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მომხსენებლები თორნტონი და ვართანიანი, დიდად არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა პერიოდში გამართული პოლიტ - აგიტპროპის შეხვედრებზე საგანგებოდ მოწვეული აგიტატორებისგან თუ პოლიტმუშაკებისგან, ხალხს რომ არწმუნებდნენ როგორ ლპებოდა კაპიტალისტური სამყარო და როგორ უმოწყალოდ ჩაგრავდა ის მშრომელ პროლეტარიატს.

„აშშ-ის კონგრესის ე.წ. "ჰელსინკის კომისიის" გუშინდელ სხდომას ასდიოდა საბჭოური თვეობით გაურეცხავი ტუალეტის სუნი, რადგან გარემო იყო ისეთი.

მომხსენებლები თორნტონი და ვართანიანი, დიდად არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა პერიოდში გამართული პოლიტ - აგიტპროპის შეხვედრებზე საგანგებოდ მოწვეული აგიტატორებისგან თუ პოლიტმუშაკებისგან, ხალხს რომ არწმუნებდნენ როგორ ლპებოდა კაპიტალისტური სამყარო და როგორ უმოწყალოდ ჩაგრავდა ის მშრომელ პროლეტარიატს (ჩვენს შემთხვევაში სამოქალაქო სექტორს).

აი ასეთ ნეოსაბჭოურ სტილში გალიეს ის დრო რაც დაეხარჯათ საქართველოზე ფუჭ ქაქანში. ეს სხდომა ამერიკელი გადამხდელების ფულით დაფინანსდა, სხვათა შორის, იმ გადამხდელების, საქართველოს რუქაზე რომ ვერ იპოვნიან და ჯორჯიის შტატში აერევათ. არადა, რამდენს უნდა საქართველოში რომ მართლა "ჯორჯია" გავხდეთ.“ - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი