შალვა პაპუაშვილი განათლების რეფორმაზე: ერთხელ და სამუდამოდ დიპლომების განათლების სისტემას გადაიყვანს ცოდნის განათლების სისტემაზე, როდესაც მთლიანად ეს პროცესი იქნება შინაარსსა და განათლებაზე დაფუძნებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 12 თებერვალი 2026, 23:47

ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ეს არის ნაწილი იმ დიდი რეფორმის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დიპლომების განათლების სისტემას, გადაიყვანს ცოდნის განათლების სისტემაზე, როდესაც მთლიანად ეს პროცესი იქნება შინაარსზე და განათლებაზე დაფუძნებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტებზე საუბრისას.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ახალი ინიციატივის თაობაზე ოპონენტთა რეაქციებსაც.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება ვნახეთ, საუბრობდა მის მიერ შექმნილ უნივერსიტეტზე და რატომღაც როგორც ჩანს მთელს განათლების რეფორმაში მას და მის მიმდევრებს მხოლოდ ეს ერთი საკითხი აინტერესებთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ყველა აცნობიერებს განათლების რეფორმის მნიშვნელობას.

„ჩვენ ვნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადება, თსუ-ს რეაქცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ყველა აცნობიერებს ამ რეფორმის მნიშვნელობას, ყველა აცნობიერებს, რომ ის პრაქტიკა რაც იყო, იყო აბსოლუტურად მანკიერი, ოთხჯერ მეტი იყო პროფესიების მიხედვით კურსდამთავრებულთა რაოდენობა, ვიდრე ამ პროფესიებზე არის მოთხოვნა. ე.წ დიპლომების განათლება, რომელიც საქართველოში დამკვიდრებული იყო, მისი მანკიერი მხარეა არა მხოლოდ ის, რომ ადამიანი იღებს განათლებას გარკვეული მიმართულებით და შემდეგ ვერ შოულობს საკუთარი პროფესიით სამსახურს, არამედ ეს ეხება ადამიანების ბედს. გამოდის, რომ ადამიანი 5 წელი სწავლობს, რაღაც პროფესიას იძენს და ეს ყველაფერი ფუჭია, ვერ რეალიზდება საკუთარ პროფესიაში. ეს გავლენას ახდენს ადამიანის განვითარებაზე, ემოციურ მდგომარეობაზე და ყველაფერი იმის გამო, რომ სახელმწიფომ ისეთი აღქმა შეუქმნა - ამა თუ იმ პროფესიას დაეუფლება და ავტომატურად იგულისხმება რომ შეიძლება ამ მიმართულებით შენი თავის რეალიზება მოახდინო. კვლევამ აჩვენა ის, რაც ყველამ ვიცოდით, რომ არის გარკვეული პროფესიები, რომლებიც პრესტიჟულ პროფესიებად ითვლება თითქოს, და შემდეგ არის იმედგაცრუება, ეს ადამიანს მიყვება მთელი ცხოვრება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, კვლავ პრიორიტეტულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი სამშობლოსა და ჩვენს ნახევარსფეროში ჩვენი ინტერესების დაცვას
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: იმდენი გვაქვს ნალაპარაკები ქართულად, ინგლისურადაც და ბოლოს გერმანულადაც, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ
ნიკოლოზ მეტრეველი მარინე ჩიტაშვილის განცხადებაზე: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ეფექტიანად მოქმედებს - აშკარაა, რომ ქალბატონ მარინეს, ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს განათლების თანამედროვე სისტემებზე და მისი განცხადება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ემსახურება
თეთრი სახლი - აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა მესამედ შეუწყო ხელი უკრაინელი და რუსი ბავშვების ოჯახებში დაბრუნებას
შალვა პაპუაშვილი: ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე ორგანიზაციისთვის მიეცათ გრანტები, დაიწყეს ამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულებების დადება. ვის ატყუებენ?! მართლა გაგეცინება ადამიანს
არქივი