შალვა პაპუაშვილი: რატომ არ ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი წყაროებიდან? რატომ არავის აქვს სურვილი, რომ მათ ფული მისცეს. იმიტომ, რომ იმ ქართველმა იცის, რომ ფულს აძლევს უცხოური ინტერესების გამტარებელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 12 თებერვალი 2026, 23:49

ჩვენ არ გვინდა უცხოური აზრები მოვისმინოთ შიდა პოლიტიკაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საინტერესოა დაისვას კითხვა თუ რატომ არ ფინანსდებიან ქართველი „ენჯეოები“ ადგილობრივი წყაროებიდან.

„რატომ არ ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი წყაროებიდან? რატომ არავის არ აქვს სურვილი, რომ მათ ფული მისცეს? პარტიებს ხომ აქვთ დაფინანსება, საუბრობენ რამდენი მილიონი დახარჯეს, ვის რომელი ტელევიზია აქვს. და რატომ არც ერთ ქართველ ადამიანს არ აქვს სურვილი, რომ ფული მისცეს ეკა გიგაურს? რატომ? იმიტომ რომ იმ ქართველმა იცის ძალიან კარგად, რომ ფულს აძლევს უცხოური ინტერესების გამტარებელს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეკა გიგაურის რეაქცია და შეურაცხმყოფელი ფრაზები „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მას კორესპონდენტმა გერმანიის ელჩთან კონსპირაციული შეხვედრის დეტალებზე კითხვა დაუსვა, დასტურია, რომ უცხოელებთან შეხვედრის შემდეგ აფრქვევენ სიძულვილს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, კვლავ პრიორიტეტულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი სამშობლოსა და ჩვენს ნახევარსფეროში ჩვენი ინტერესების დაცვას
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: იმდენი გვაქვს ნალაპარაკები ქართულად, ინგლისურადაც და ბოლოს გერმანულადაც, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ
ნიკოლოზ მეტრეველი მარინე ჩიტაშვილის განცხადებაზე: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ეფექტიანად მოქმედებს - აშკარაა, რომ ქალბატონ მარინეს, ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს განათლების თანამედროვე სისტემებზე და მისი განცხადება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ემსახურება
თეთრი სახლი - აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა მესამედ შეუწყო ხელი უკრაინელი და რუსი ბავშვების ოჯახებში დაბრუნებას
შალვა პაპუაშვილი: ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე ორგანიზაციისთვის მიეცათ გრანტები, დაიწყეს ამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულებების დადება. ვის ატყუებენ?! მართლა გაგეცინება ადამიანს
არქივი