შალვა პაპუაშვილი: ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე ორგანიზაციისთვის მიეცათ გრანტები, დაიწყეს ამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულებების დადება. ვის ატყუებენ?! მართლა გაგეცინება ადამიანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 13 თებერვალი 2026, 00:10

მართლა ყველა ყველას იცნობს, არაფერი იმალება ამ ქვეყანაში, არ სჭირდება ამას არც სპეცსამსახური და არაფერი განსაკუთრებული, ყველამ იცის რა სქემების დალაგებაც დაიწყეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

წამყვანმა ჰკითხა, რა სქემებს იყენებენ უცხოეთიდან საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად.

„ის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ყველას იცნობს, უყვართ ხოლმე უცხოელებს, ელჩებსაც ამის თქმა, მაგრამ მგონი ვერ აცნობიერებენ. მართლა ყველა ყველას იცნობს, არაფერი იმალება ამ ქვეყანაში, არ სჭირდება ამას არც სპეცსამსახური და არაფერი განსაკუთრებული, ყველამ იცის რა სქემების დალაგებაც დაიწყეს. ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე ორგანიზაციისთვის მიეცათ გრანტები, დაიწყეს ამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულებების დადება. ვის ატყუებენ?! მართლა გაგეცინება ადამიანს, რომ ვიღაც გუშინწინ ჩამოსული უცხოელი ჩვენს ქვეყანაშია და ფიქრობს, რომ მოგვატყუებს. მათთან ერთად ხომ ქართველები მუშაობენ, რა ჰგონიათ, ყველა ქართველი მათ ჭკუაზე დგას?! იქ არ არიან პატრიოტი ქართველები?! დონორი ორგანიზაცია რომ გქვია და ღირებულებებს ქადაგებ შენს წესდებებში, რამხელა კრიმინალური ენერგიაა, რომ დგახარ და ფიქრობ, რომ ქვეყანაში ვარ სტუმარი, კანონია აქ და მოდი მოვიფიქრო, როგორ ავუარო გვერდი. მერე ჩვენ გვეუბნებიან შემთხვევით ევროპულ სანქციებს გვერდს ხომ არ უვლითო. არანაირ ვალდებულება არ გვაქვს დავიცვათ ევროკავშირის სანქციები. ამას ვაკეთებთ ჩვენი კეთილი ნებით უკრაინელი ხალხის პატივსაცემად, თორემ არც ზელენსკის, არც ფონ დერ ლაიენის პატივსაცემად არ ვაკეთებთ ამას“ , - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, კვლავ პრიორიტეტულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი სამშობლოსა და ჩვენს ნახევარსფეროში ჩვენი ინტერესების დაცვას
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: იმდენი გვაქვს ნალაპარაკები ქართულად, ინგლისურადაც და ბოლოს გერმანულადაც, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ
ნიკოლოზ მეტრეველი მარინე ჩიტაშვილის განცხადებაზე: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ეფექტიანად მოქმედებს - აშკარაა, რომ ქალბატონ მარინეს, ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს განათლების თანამედროვე სისტემებზე და მისი განცხადება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ემსახურება
თეთრი სახლი - აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა მესამედ შეუწყო ხელი უკრაინელი და რუსი ბავშვების ოჯახებში დაბრუნებას
შალვა პაპუაშვილი: რატომ არ ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი წყაროებიდან? რატომ არავის აქვს სურვილი, რომ მათ ფული მისცეს. იმიტომ, რომ იმ ქართველმა იცის, რომ ფულს აძლევს უცხოური ინტერესების გამტარებელს
არქივი