დავით ქართველიშვილი: ყულევის და „შუა დერეფნის“ თემა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ ფეხზე ამოსული პატარა მუწუკი, ადამიანის რეპროდუქციული სისტემის კრიზისად წარმოაჩინონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 13 თებერვალი 2026, 11:42
„ეს არის ქართული გაკოტრებული ოპოზიციის მისამართით გადაგდებული ძვალი - საქართველოს შიდა პოლიტიკური პოლემიკის გაღვივების მიზნით,“ - ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დასავლურ პრესაში ყულევისა და "შუა დერეფნის" თემაზე ატეხილ აჟიოტაჟს.  მისი თქმით, ამ საკითხის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება სრული დეზინფორმაცია. 

დავით ქართველიშვილი წერს, რომ ამ თემის დემონიზაცია, პირველ რიგში, შედის ბრიუსელის ინტერესებში, რომელიც პარტნიორებთან მუქარის, ზეწოლისა და სანქციების ენით საუბარს  აგრძელებს. 

„როგორც ეს მოსალოდნელი იყო (და სწორედ ამისთვის კეთდებოდა) - ყულევის და SOCAR-ის შეყვანა ანტირუსული სანქციების მე-20 პაკეტში, აქტიურად და დეზინფორმაციულად შუქდება ევრობიუროკრატიულ პრესაში. კერძოდ, ვრცელდება სრულიად „ფეიკები“ ყულევსა და „შუა დერეფნის" თემაზე ამ პროექტის ეჭვქვეშ დაყენების და დისკრედიტაციის მიზნით. ყულევის და „შუა დერეფნის“ თემა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ ფეხზე ამოსული პატარა მუწუკი, ადამიანის რეპროდუქციული სისტემის კრიზისად წარმოაჩინონ.

ყულევის ტერმინალი არის SOCAR-ის კომერციული ნავთობტერმინალი. „შუა დერეფანი“ კი, წარმოადგენს კონტეინერულ-სარკინიგზო არქიტექტურას „ჩინეთი–კასპიის–სამხრეთ კავკასია–ევროპის" მიმართულებით. მათ შორის პირდაპირი „სისხლძარღვოვანი“ და „რეპროდუქციული" კავშირი არ არსებობს. თუმცა. საინფორმაციო პოლიტიკაში ურჩი სიბიექტების მიმართ ფეიკის მასშტაბს განსაზღვრავს არა ჭეშმარიტება, არამედ ფაქტების დამახინჯებასა და დრამატიზაციაზე აგებული ტყუილი.

ვის ინტერესებში შედის ამ თემის დემონიზაცია? პირველ რიგში, იმ წრეებს ბრიუსელში, რომლებიც სასანქციო ენას საკუთარ პოტენციურ პარტნიორებთან სისტემურ მუშაობაზე მეტად ამჯობინებენ. თუ წერტილოვან ზომას „საქართველოს სატრანზიტო როლის დაკნინებად“ შეფუთავ, შეგიძლია ზეწოლა გააძლიერო - „შუა დერეფნის“ ამ „მუწუკის" გარეშეც თავისი ლოჯისტიკური ცხოვრების გააგრძელების აღიარების გარეშე. ეს მოსახერხებელი ჩარჩოა: თითქოს საუბარი აღარ არის კონკრეტულ ტერმინალზე, არამედ „რეგიონის გეოპოლიტიკურ სტაბილურობაზე“, რომელსაც „საფრთზე" ემუქრება. 

და რა თქმა უნდა, ეს არის ქართული გაკოტრებული ოპოზიციის მისამართით გადაგდებული ძვალი - საქართველოს შიდა პოლიტიკური პოლემიკის გაღვივების მიზნით. უსამშობლო „ოპოზიციისთვის" მომგებიანია საუბარი „ქვეყნის სტრატეგიული როლის შერყევაზე“ და ეს უფრო ხმამაღლა ჟღერს, ვიდრე ერთი ცალკე აღებული ნავთობტერმინალის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები. საბოლოოდ, ქვეყნის სხეულზე პატარა გამონაყარს სისტემურ დიაგნოზად განიხილავენ, რადგან მავნებელთა პოლიტიკაში ჰიპერბოლა ხშირად უკეთ მუშაობს, ვიდრე ელემენტარული სიმართლე, განსაკუთრებით, „ფობიაფილების" საქართველოში,“ -  წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი