აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი არიან ქვეყნები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ქვეყნებში არასოდეს ყოფილა და მას ახლა კარგი შესაძლებლობა აქვს კავშირების გასაძლიერებლად.
„ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ჩვენთან ერთად ძალიან მტკიცედ დგანან, აქტიურად თანამშრომლობენ შეერთებულ შტატებთან და ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ. ეს კარგი შესაძლებლობაა მათ მოსანახულებლად, თანაც ამ ორ ქვეყანაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, 15-16 თებერვალს სლოვაკეთსა და უნგრეთში გაემგზავრება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრატისლავაში სახელმწიფო მდივანი სლოვაკეთის მთავრობის ძირითად წევრებს შეხვდება, რათა ხელი შეუწყოს რეგიონული უსაფრთხოების საერთო ინტერესებს, გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა ბირთვული ენერგიისა და ენერგიის დივერსიფიკაციის საკითხებში და მხარი დაუჭიროს სლოვაკეთის სამხედრო მოდერნიზაციასა და ნატო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ბუდაპეშტში ვიზიტის დროს მარკო რუბიო უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა გაამყაროს საერთო ორმხრივი და რეგიონული ინტერესები, მათ შორის აშშ-სა და უნგრეთის ერთგულება გლობალური კონფლიქტების მოსაგვარებლად სამშვიდობო პროცესებისა და აშშ-უნგრეთის ენერგეტიკული პარტნიორობის მიმართ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |