გურამ მაჭარაშვილი: მთავარია, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა. კარგად ვიცით, ბაზარზე არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების ნაკლებობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 13 თებერვალი 2026, 23:17
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა განათლების რეფორმაზე. დეპუტატმა თქვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციები უსაფუძვლოა. მან ხაზი გაუსვა, პედაგოგიური მიმართულების მნიშვნელობას და აღნიშნა ისიც, რომ ბაზარზე სერიოზული მოთხოვნაა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტებზე: 

„აგრონომის, ვეტერინარისა და სხვა ძალიან ბევრ პროფესიაზე მაღალი მოთხოვნაა და ანაზღაურებაც დიდია. ჩვენ ვსაუბრობთ ფერმერობის განვითარებაზე. ამ ფერმერებს ვეტერინარი ხომ სჭირდებათ, ათასობით ჰექტარი მიწის დამუშავებაში ხომ აგრონომია საჭირო“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

მისი სიტყვებით, განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით. 

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციებს არ აქვს არანაირი საფუძველი. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რის ბაზაზე შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი? ის შეიქმნა პედაგოგიური ინსტიტუტის, უცხო ენების ინსტიტუტისა და ფიზკულტურის ინსტიტუტის ბაზაზე. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა კავშირშია ქიმიის ფაკულტეტი იურიდიულ ფაკულტეტთან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ფიზკულტურის ინსტიტუტზე. პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებელი კი ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იმაზეა, რომ განათლების რეფორმა საჭირო იყო. ამას თავად ნაციონალური მოძრაობაც ამბობდა წლების განავლობაში და საყვედურობდა კიდეც ხელისუფლებას განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო. როცა ჩვენ, „ხალხის ძალამ“ შევისწავლეთ განათლების რეფორმის ძირეული საკითხები, რა თქმა უნდა, გვქონდა კითხვები. მათ ნაწილზე პასუხები მივიღეთ, გარკვეულმა პასუხებმა კი არ დაგვაკმაყოფილეს, მაგრამ გაგრძელდა კონსულტაციები და ის შედეგი დადგა, რაც ვნახეთ. მთავარი ისაა, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა. კარგად ვიცით, ბაზარზე რომ გახვიდე, არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების ნაკლებობა. როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ ბაზარზე მაღალი კონკურენციაა და იურისტი, ეკონომისტი აღარაა საჭირო, იღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს კოლეჯში წელიწადნახევრით ან ორი წლით. აგრონომის, ვეტერინარისა და სხვა ძალიან ბევრ პროფესიაზე მაღალი მოთხოვნაა და ანაზღაურებაც დიდია. ჩვენ ვსაუბრობთ ფერმერობის განვითარებაზე. ამ ფერმერებს ვეტერინარი ხომ სჭირდებათ, ათასობით ჰექტარი მიწის დამუშავებაში ხომ აგრონომია საჭირო. ასე რომ, აღარ იქნება აუცილებელი, ყველამ ან ყველა მეორემ უმაღლესი უნივერსიტეტი რომ დაამთავროს და მერე ეძებოს სამსახური. ეს შედეგი კი დადგება ნელ-ნელა, სწორედ ამ რეფორმების შედეგად“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო განათლების პრობლემის რეალურად მოგვარება, ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით - დებატებმა კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა, თეთრზე შავი ამტკიცოს
ლევან მაჭავარიანი: პრემიერის ინიციატივა ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან - რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას უარგუმენტოდ
ნინო წილოსანი დებატებზე: ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ
არ დაგავიწყდეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება - შემდეგი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო. რეფორმის გარეშე კი, უფასო სწავლაზე გადასვლა ვერ იქნება ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული
ირაკლი კობახიძე: უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
არქივი