ნიკა ეგაძემ ზამთრის ოლიმპიადა მეათე ადგილზე დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 14 თებერვალი 2026, 02:26

ყაზახეთის წარმომადგენლის, მიხაილ შაიდოროვის გამარჯვებით დასრულდა ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვაჟთა ასპარეზობა. იგი მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე პოზიციაზე იყო, თუმცა თავისუფალი პროგრამა უშეცდომოდ წარმოადგინა და ორი გამოსვლის ჯამში 291.58 ქულა დაიმსახურა.

მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე მყოფმა ამერიკის წარმომადგენელმა, ილია მალინინმა მოულოდნელად ბევრი შეცდომა დაუშვა და მეცხრე ადგილზე გავიდა.

მეათე იყო ქართველი ნიკა ეგაძე: მოკლე პროგრამაში – 85.11, თავისუფალში – 175.16, ჯამში – 260.27.

მეათე იყო ქართველი ნიკა ეგაძე: მოკლე პროგრამაში – 85.11, თავისუფალში – 175.16, ჯამში – 260.27.

მეორე და მესამე ადგილებზე იაპონიის წარმომადგენლები გავიდნენ.

კვარცხლბეკი

  1. მიხაილ შაიდოროვი – 291.58
  2. იუმა კაგიამა – 280.06
  3. შუნ სატო – 274.90
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი