მარიამ ლაშხი: დღევანდელი განათლების დებატები — მასტერკლასი vs. ფიასკო, სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ოპონირება, რომელიც არგუმენტს, ცოდნასა და ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის განცდას ეფუძნება, ამის მაგალითი დღეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 15 თებერვალი 2026, 00:23
ერთ მხარეს — პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის უმაღლესი დონის, ფაქტებზე დაფუძნებული გამოსვლა. პრემიერმა კონკრეტული მაგალითებით — ნიდერლანდების, შვეიცარიისა და გერმანიის გამოცდილებით — აჩვენა, რა მიმართულებით მოძრაობს დასავლური განათლება. მეორე მხარეს — ვითომ-ექსპერტები, მაღალფარდოვანი რიტორიკა და სრულიად უარგუმენტო დისკუსია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი, "იმედის" ეთერში გასული დებატების შესახებ, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დისკუსიის მთავარ იარაღად კვლავ შიშის ნარატივები და „რუსეთზე” აპელირება რჩება. 

"დღევანდელი განათლების დებატები — მასტერკლასი vs. ფიასკო.
სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ — სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ოპონირება, რომელიც არგუმენტს, ცოდნასა და ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის განცდას ეფუძნება. ამის მაგალითი დღეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ.
ერთ მხარეს — პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის უმაღლესი დონის, ფაქტებზე დაფუძნებული გამოსვლა. 
პრემიერმა კონკრეტული მაგალითებით — ნიდერლანდების, შვეიცარიისა და გერმანიის გამოცდილებით — აჩვენა, რა მიმართულებით მოძრაობს დასავლური განათლება.
მეორე მხარეს — ვითომ-ექსპერტები, მაღალფარდოვანი რიტორიკა და სრულიად უარგუმენტო დისკუსია. 
კრიტიკა ისევ ვიწრო პოლიტიკურ და პირად ინტერესებს ემსახურება.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დისკუსიის მთავარ იარაღად კვლავ შიშის ნარატივები და „რუსეთზე” აპელირება რჩება. 
სავალალო მდგომარეობაა — ჩვენმა ოპონენტებმა უკეთ იციან რუსული პოლიტიკის ისტორია, ვიდრე ევროპული თუ დასავლური საგანმანათლებლო და მეცნიერული პროცესები.
ოპონენტები კონსტიტუციას იშველიებენ, მაგრამ ავიწყდებათ — 27-ე მუხლის ავტორი, რომელმაც აკადემიური ავტონომია თავად ჩაწერა კონსტიტუციაში, ირაკლი კობახიძეა. ვინ უნდა იცოდეს ამ მუხლის შინაარსი უკეთ, თუ არა მისმა ავტორმა? და ეს მუხლი არ ზღუდავს სახელმწიფოს სწავლების ხარისხის კონტროლში.
რას ვთავაზობთ ჩვენ:
— დარგობრივი კონცენტრაცია ფრაგმენტაციის ნაცვლად
— 3+1 მოდელი, როგორც EHEA-ს ქვეყნებში
— უფასო სახელმწიფო განათლება, არა კერძო ბიზნესის სუბსიდირება (რატომაა 78 კერძო უნივერსიტეტი?)
— 11-წლიანი ეფექტიანი სისტემა (40 000+ კურსდამთავრებულიდან უცხოეთში 200-300 ჩააბარებს — 0.75%. 99.25%-ს ვწირავთ 0.75%-ის გამო?)
— რეგიონების სკოლებზე ზრუნვა დაზოგილი რესურსებით
რას გვთავაზობენ ისინი: ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის.
დღევანდელმა დებატმა კიდევ ერთხელ აჩვენა — განათლების რეფორმა გარდაუვალია, და რეალური ექსპერტების ფორმირება ამ რეფორმის ნაწილია.
განათლების რეფორმა მოსახლეობას ეკუთვნის — არა სტატუს კვოს მცველებს!" - წერს მარიამ ლაშხი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი