ლევან მაჭავარიანი: პრემიერის ინიციატივა ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან - რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას უარგუმენტოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 15 თებერვალი 2026, 00:26

რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებს.

მაჭავარიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ემსახურება საზოგადოების მიერ ორივე მხარისგან არგუმენტების მოსმენას, მაგრამ ოპოზიციისგან მაყურებელი მხოლოდ „უარგუმენტო ზღაპრებს“ ისმენს.

„„იმიტომ“ გახდა რადიკალების არგუმენტების ერთგვარი სიმბოლო, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი გამჭვირვალობის ქართული კანონის მიღებისას ვეტოს მოტივებს ასაბუთებდა. კონკრეტულ კითხვებზე, თუ რატომ იყო ესა თუ ის მუხლი მიუღებელი, პასუხი იყო „იმიტომ“.
რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების

შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება. „რუსული კანონი“, „რუსული ხელისუფლება“, „რუსული შობა“, „ჩელიაბინსკი“, „არაბიზაცია“, „ნარკოტიკებთან მაგათი ბრძოლის არ მჯერა“, „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი არა ის…“ და ა.შ.
დროის გარკვეული პერიოდი, ზემოაღნიშნული, რაღაც დოზით გამოსდიოდათ, თუმცა დღეს მათ უარგუმენტო ზღაპრებს მხოლოდ მათივე ე.წ „ბაბლი“ იჯერებს.

როდესაც არგუმენტებს სთხოვ, უზრდელურ საქციელსა და ფაშიზმისადმი სერიოზულ მიდრეკილებას ავლენენ.
პრემიერის ინიციატივა, ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან და შემდგომ გააკეთოს თავისი დასკვნები.

დღევანდელ დებატებს, რაც შეეხება, ჩვენმა მოქალაქეებმა თავად განსაჯონ, თუ რომელი მხარისგან მოისმინეს არგუმენტები,“- წერს ლევან მაჭავარიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო განათლების პრობლემის რეალურად მოგვარება, ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით - დებატებმა კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა, თეთრზე შავი ამტკიცოს
ნინო წილოსანი დებატებზე: ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ
არ დაგავიწყდეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება - შემდეგი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო. რეფორმის გარეშე კი, უფასო სწავლაზე გადასვლა ვერ იქნება ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული
ირაკლი კობახიძე: უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
ირაკლი კობახიძე: რადგან ვერ ვისმენთ ალტერნატიულ არგუმენტებს ლოგიკურია, რომ მივყვებით იმ გზას, რომელიც არის ასახული ჩვენს კონცეფციაში
არქივი