გურამ ნიკოლაშვილი: სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ იმედის მაყურებელმა არ იცის დაკავებულ პირთა შესახებ, ოღონდ, იმედის მაყურებელმა ყველაფერი იმაზე უკეთ იცის, ვიდრე თქვენ გგონიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 15 თებერვალი 2026, 15:30
“ლურჯქურთუკიანმა” სიმონ ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები იმედის ეთერში იმგვარი დემონსტრაციულობით და კომენტარით აფრიალა, აშკარად ჩანდა პათოსი: “მე მინდა თქვენს მაყურებელს ვაჩვენო ის, რასაც გიმალავენ. ის, რასაც მალავს იმედი, ხელისუფლება, მთავრობა…”. მარტო ეს ეპიზოდი მეტყველებს ყველაზე ნათლად, როგორი ვიწროა ამ პარტიათა თვალსაწიერი და როგორ ვერ ცდება მათი მასშტაბი მათსავე ნაჭუჭს,  -  წერს თბილისის საკრებულოს წევრი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ "იმედის" მაყურებელმა არ იცის ან დემონსტრაციების შესახებ, ან რევოლუციის თუ ფსევდო-დამხობების შესახებ, ან დაკავებულ პირთა შესახებ, თუმცა, ტელეკომპანიის მაყურებელმა, ყველაფერი იმაზე უკეთ იცის, ვიდრე ჯანაშიას და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ. 

"გახსნილი ტელედებატების შინაარსზე არანაკლებ საინტერესოა მასზე სხვადასხვა ჯგუფის რეაქცია. გაიხსნა მსჯელობა, დაიწყო პროცესი. რაკი უამრავი რამ ითქვა, მე “იმედის” გუშინდელი ეთერის ერთადერთ პასაჟზე გამიჩნდა გამოხმაურების სურვილი:

“ლურჯქურთუკიანმა” სიმონ ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები იმედის ეთერში იმგვარი დემონსტრაციულობით და კომენტარით აფრიალა, აშკარად ჩანდა პათოსი: “მე მინდა თქვენს მაყურებელს ვაჩვენო ის, რასაც გიმალავენ. ის, რასაც მალავს იმედი, ხელისუფლება, მთავრობა…”

მარტო ეს ეპიზოდი მეტყველებს ყველაზე ნათლად, როგორი ვიწროა ამ პარტიათა თვალსაწიერი და როგორ ვერ ცდება მათი მასშტაბი მათსავე ნაჭუჭს.

პატ. სიმონს მიაჩნია, რომ იმედის მაყურებელმა არ იცის ან დემონსტრაციების შესახებ, ან რევოლუციის, წინააღმდეგობების თუ ფსევდო-დამხობების შესახებ, ან დაკავებულ პირთა შესახებ, მათი სასამართლოებისა თუ სასჯელების შესახებ.  ჩათვალა, რომ საჭიროა ინფორმირება და უმრავლესობისთვის პირში თქმა.

ოღონდ იმედის მაყურებელმა ყველაფერი იცის.  და იცის იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ გგონიათ. იცის რას ნიშნავს აკაცუკი, რისთვის დადიან ქუჩაში და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს. იცის ვინ დგას პროცესის უკან და რას ნიშნავს საგამზირე ხორცი.
იცის და არ მოსწონს, არც გეთანხმებათ, არც თანაგიგრძნობთ, რადგანაც სიმართლე არ იმალება და სწორედ სიმართლეა, რომლის მოსმენასაც უმრავლესობა ირჩევს. სიმართლე კი ჩვენს მხარესაა. მთავარი სიმართლე, რომ რეალობა რაშიც ვცხოვრობთ, ჩავარდნილი რევოლუციის სინამდვილეა. 

აქედან მოდის რეიტინგი. პარტიისაც და მედიისაც." - წერს გურამ ნიკოლაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი