Bloomberg: მადუროს დაკავება და სამხედრო აქტივობებზე ამერიკამ 3 მილიარდი დახარჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 16 თებერვალი 2026, 00:27

ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებასა და კარიბის აუზში სამხედრო აქტივობაზე აშშ-მა დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი დახარჯა, წერს Bloomberg.

გამოცემის მონაცემებით, მხოლოდ ლათინური ამერიკის სანაპიროებთან ამერიკული სარდლობის მიერ განლაგებული სამხედრო ხომალდების შენახვაზე ყოველდღიურად 20 მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება.

Bloomberg-ის გათვლებით, ოდნავ მეტი, ვიდრე 200 მილიონი დოლარი, მოხმარდა სამი სადესანტო-დოკ ტიპის ხომალდის - Fort Lauderdale-ის, San Antonio-ს და Iwo Jima-ს ექსპლუატაციას. სწორედ ამ უკანასკნელზე გადაიყვანეს მადურო მეუღლესთან ერთად აშშ-ში. საზღვაო ქვეითების საექსპედიციო დანაყოფის ხარჯებმა 873.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ავიამზიდ USS Gerald Ford-ის ექსპლუატაცია 417.5 მილიონი დოლარი დაჯდა, ხოლო მისი ავიაფრთის შენახვა - დამატებით 323.4 მილიონი დოლარი.

დანარჩენი თანხები რეგიონში ადრე განლაგებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების ჯგუფების შენახვაზე დაიხარჯა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი