კირ სტარმერი სოციალური მედიის შესახებ კანონპროექტის მიღებას მომდევნო თვეებში გეგმავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 16 თებერვალი 2026, 20:11

კირ სტარმერი სოციალური მედიის შესახებ კანონპროექტის მიღებას მომდევნო თვეებში გეგმავს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. სტარმერის თქმით, მთავრობა უახლოეს თვეებში გეგმავს კანონმდებლობის წარდგენას, რომელიც დაარეგულირებს ბავშვების სოციალურ მედიაზე წვდომას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.

ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს ახალგაზრდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის გასაუმჯობესებლად. თუმცა აღნიშნა, რომ ეს სულაც არ ნიშნავს სოციალური მედიის სრულ აკრძალვას 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

სტარმერმა აღნიშნა, რომ მთავრობა სამი თვის განმავლობაში კონსულტაციებს აწარმოებდა იდეის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ყველა არგუმენტი უნდა იყოს გათვალისწინებული.

„ვფიქრობ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ აკრძალვა, როგორც შესაძლებლობა, უნდა განვიხილოთ. ორივე მხარეს ძლიერი არგუმენტები აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი ყოვლისმომცველად უნდა განვიხილოთ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ თვეების და არა წლების განმავლობაში“, – განაცხადა სტარმერმა.

ცნობისთვის, სოციალურ მედიასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოლიტიკის შემუშავებას საფრანგეთში. 15-16 წლის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავენ საბერძნეთში, ესპანეთსა და ჩეხეთშიც. მანამდე კი, 2025 წლის დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ პლატფორმებზე წვდომა აკრძალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
„სიბიეს ნიუსი“ - ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს, გრძელდება მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია
ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
არქივი