ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: რაღაც ბოდვაშია გადასული, მართლაც ერთ ბუმბულგაცვენილ თუთიყუშამდე ხომ არ დავალთ - ეს არის მათი სახე. ეს იყო ის ტყუილი, ის სიცარიელე, რომელიც ძალიან მალე, მოკლე დროში ჩამოიშალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 16 თებერვალი 2026, 21:46

ეს სახუმარო თემაც აღარ არის. რაღაც ბოდვაშია გადასული, რომ რეალურად, მართლაც ერთ ბუმბულგაცვენილ თუთიყუშამდე ხომ არ დავალთ. ეს არის მათი სახე. ეს იყო ის ტყუილი, ის სიცარიელე, რომელიც ძალიან მალე, მოკლე დროში ჩამოიშალა, - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

იგი გამოეხმაურა საია-ს ბრიფინგს, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, ორგანიზაცია სამართალწარმოებას იწყებს.

კითხვაზე, რა გახდა შეცვლილი ტერმინოლოგიის მიზეზი და რაზე მიანიშნებს აღნიშნული, კირცხალიამ კამიტით აქციის მონაწილეების, თითქოსდა მოწამვლის ფაქტს ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგი ბინძური და ცრუ კამპანია უწოდა, რომელსაც მისივე თქმით, სამწუხაროდ, თავის დროზე გარე პატრონების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. მან გაიხსენა BBC-ის რეპორტაჟი და პუბლიკაციებიც აღნიშნულ თემაზე.

„შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, თუ რა დავა მიმდინარეობს BBC-თან დაკავშირებით. რაც შეეხება კამიტს, ძალიან კარგად იცოდნენ თავიდანვე - სიცრუეზე ვსაუბრობ, დიდ ბოროტებაზე და უტიფრობაზე, როდესაც შენი ქვეყნის მიმართ შეგიძლია მსგავსი ტყუილი გამოიგონო. რამდენიმე დღის წინ ეს სახუმარო თემა გახდა. უბრალოდ, ეს სახუმარო თემაც აღარ არის. რაღაც ბოდვაშია გადასული, რომ რეალურად, მართლაც ერთ ბუმბულგაცვენილ თუთიყუშამდე ხომ არ დავალთ. ეს არის მათი სახე. ეს იყო ის ტყუილი, ის სიცარიელე, რომელიც ძალიან მალე, მოკლე დროში ჩამოიშალა“, - აღნიშნა კირცხალიამ.

საია-ს ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს, ხოლო ბრალდებები - „კამიტი“ და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი სარჩელიდან გააქრეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
„სიბიეს ნიუსი“ - ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს, გრძელდება მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია
ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
არქივი