„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 16 თებერვალი 2026, 21:49

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა.

სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზეც იმსჯელეს.

„საკანონმდებლო ორგანოში, 17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.

ხოლო, 18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია გაიმართება მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, პარლამენტი, ინტერპელაციის წესით, რეგიონული განვითარების მინისტრს, კახაბერ გულედანს მოუსმენს.

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავს გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას.

მათ შორის, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ექსტრემიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება, რითაც გაივლება მკაფიო ხაზი გამოხატვის თავისუფლებასა და ექსტრემიზმს შორის. დანაშაული დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
„სიბიეს ნიუსი“ - ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს, გრძელდება მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია
ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
არქივი