ისტორიული შედეგი - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას ოლიმპიური ვერცხლი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 17 თებერვალი 2026, 01:59

მილანში ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა ლუკა ბერულავასა და ანასტასი მეტელკინას წყვილმა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და ოლიმპიადა ვერცხლიდ მედლით დაასრულეს. 

მოკლე პროგრამაში წყვილმა 75,46 ქულა მოაგროვა, რაც მეორე შედეგი იყო. 17 თებერვალს უკვე ყინულზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვას ვიხილავთ.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი