ირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილის სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება აირჩია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 18 თებერვალი 2026, 10:10

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია, პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, 70 წლის იუბილეს ულოცავს.

ირაკლი კირცხალია ბიძინა ივანიშვილს უსურვებს დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ქვეყნის სასიკეთოდ.

კირცხალიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სახელი უკავშირდება იმ ეტაპს, როდესაც საზოგადოებამ თანამედროვე საქართველოში “მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია.”

“დღეს ქართველი ერისკაცის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა.

მისი სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია.

ამ არჩევანის უკან კი დგას ადამიანი, რომელმაც საკუთარი რესურსი და დიდი გამოცდილება ქვეყნის და ხალხის სამსახურისთვის გამოიყენა.

მისი ხედვა და ღირებულებები ჩვენი პოლიტიკური გუნდის საფუძველია, რომელიც ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების გარანტია.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას, საქართველოს საკეთილდღეოდ,”- წერს ირაკლი კირცხალია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქართველიშვილი: სხვები ირანის ომის გარშემო ზარალს ითვლიან, თბილისს ეძლევა შანსი, საბოლოოდ განიმტკიცოს თავი რეგიონის მთავარ სახმელეთო ხიდად
დავით ქართველიშვილი: საქართველოში არ გამოვა რადიკალური პროცესები — ღმერთს, ღვთისმშობელს, წმინდანთა დასს ამ ქვეყანაში ვერ მოერევიან
გია აბაშიძე გირჩი ჯაფარიძეზე: ამ უსამშობლო და უძირო არსებამ არ უნდა იცოდეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი აჩიკო ბერიძე
თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი თარგამაძეზე: მაგრად გაგართობთ ამ ფარისეველზე
ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: უსამართლობის სიმბოლო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოპოზიციიდანაც იმავე დისკრიმინაციულ რიტორიკას აგრძელებს, პოლიტიკური როლის ცვლილება მხოლოდ დეკორაციაა
არქივი