ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში სეზონისა და კარიერის საუკეთესო შეფასება მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 18 თებერვალი 2026, 10:26

მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტისთვის ასპარეზობა ქალებმა დაიწყეს. მოკლე პროგრამით 29 მონაწილე წარდგა, მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა.

ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მედლის მფლობელი მეხუთე - უძლიერეს ჯგუფში გამოვიდა.

გუბანოვამ მოკლე პროგრამაში ეფექტურად გამოვიდა, მსაჯებისგან სეზონის და კარიერის საუკეთესო შეფასება - 71.77 ქულა დაიმსახურა და მეექვსე ადგილი დაიკავა.

78,71 ქულით დაწინაურდა იაპონელი ამი ნაკაი. 77,23 ქულით მეორე ადგილზეა მისი თანამემამულე, წინა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კაორი საკამოტო. მესამე შედეგი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ალისა ლიუმ აჩვენა - 76, 59.

თავისუფალ პროგრამას ქალები 19 თებერვალს შეასრულებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი