დავით ქართველიშვილი: როდესაც მსოფლიო სპორტი, ტურიზმი და საერთაშორისო ინვესტიციები ერთ სივრცეში იკვეთება, ეს ნიშნავს ერთს - ტურბულენტურ სამყაროში საქართველო ინარჩუნებს პოზიტიურ დინამიკას და ამყარებს უსაფრთხო და პერსპექტიული პარტნიორის სტატუსს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 20 თებერვალი 2026, 10:39
„საერთაშორისო ტურნირები ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. 

მისი თქმით, საერთაშორისო ტურნირები მასპინძელი ქვეყნის მიმართ ნდობის მაჩვენებელია, ასევე მისი სტაბილურობის და უსაფრთხოების აღიარება.


„არც ერთი დღე პოზიტიური განწყობის გარეშე. საზოგადოებაში შიშების, უიმედობის, სასოწარკვეთილების განწყობის ინფიცირებას, რომლითაც აკვიატებული სიჯიუტით არიან დაკავებული სოციალურ ქსელებში ერისა და ბერის წარმომადგენლები, აუცილებლად უნდა დავუპირისპიროთ დადებითი ახალი ამბები, თუნდაც სპორტული ხასიათის. საერთაშორისო ტურნირები ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი. ეს არის ნდობის მაჩვენებელი მასპინძელი ქვეყნის მიმართ, მისი სტაბილურობის, უსაფრთხოების და ორგანიზაციული სიმწიფის აღიარება. 
2026 წელს საქართველო ამ სტატუსს კიდევ უფრო გაამყარებს: FIS Freeride World Tour უკვე მესამედ ბრუნდება სვანეთში. პირენეებისა და ალპების შემდეგ, მსოფლიოს საუკეთესო "ფრირაიდერები" ირჩევენ კავკასიას და ეს უკვე აღარ არის ეგზოტიკა, არამედ დამკვიდრებული ბრენდია. ეტაპი Georgia Pro კურორტ თეთნულდზე ტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცევა: სტაბილური თოვლი, რთული რელიეფი და სანახაობრივი ტრასები საქართველოს სერიოზული სამთო-სათხილამურო ქვეყნის იმიჯს აყალიბებს.
ეს მხოლოდ ლამაზი ფონური მოვლენა არ არის. Georgia Pro სეზონის გარდამტეხ ეტაპად ითვლება, სადაც ფინალში გასვლის ბედი წყდება. როდესაც გადამწყვეტი სტარტები სწორედ საქართველოში ტარდება, ეს პირდაპირი დადასტურებაა ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკისა და ორგანიზების ხარისხისადმი საერთაშორისო ნდობის. ქვეყნისთვის ეს ნიშნავს ტურისტული ნაკადების ზრდას, გლობალურ მედია-ყურადღებას და გრძელვადიან საინვესტიციო ინტერესს მთიანი რეგიონების მიმართ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს ქალთა საკლუბო ტურნირს EuroHockey Indoor Challenge I. დედაქალაქში ჩამოდიან უძლიერესი გუნდები სლოვაკეთიდან, ხორვატიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან. ევროპის სპორტული ფედერაციებისთვის მასპინძელი ქვეყნის არჩევა ყოველთვის ნიშნავს მისი მაღალი დონისა და სანდოობის შეფასებას. ტურნირის ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მზად არის მაღალი რანგის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მისაღებად.
და ბოლოს, სიმბოლური აქცენტი ამ საერთო სურათზე - დღეიდან საქართველოს სტუმრებს და მასპინძლებს ხარისხიანი ყავით Starbucks-ი მოემსახურება. ამ გლობალური ბრენდის შემოსვლას ქართულ ბაზარზე, მოჰყვება ქსელის გაფართოება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, რაც ბიზნეს საზოგადოებისთვის მკაფიო სიგნალია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ბაზრის მდგრადობის შესახებ. როდესაც მსოფლიო სპორტი, ტურიზმი და საერთაშორისო ინვესტიციები ერთ სივრცეში იკვეთება, ეს ნიშნავს ერთს: ტურბულენტურ სამყაროში საქართველო ინარჩუნებს პოზიტიურ დინამიკას და ამყარებს უსაფრთხო და პერსპექტიული პარტნიორის სტატუსს,“ - დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი