ფიგურული ციგურაობის გალა წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 22 თებერვალი 2026, 09:08
ფიგურულ ციგურაობაში მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შთამბეჭდავი ასპარეზობების შემდეგ, მოციგურავეებს ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და იმავდროულად ტრადიციულ გალა წარმოდგენაზე სასრიალოდ უხმეს. 

მილანის ყინულის დარბაზს დაუბრუნდნენ მსოფლიო ფიგურული ციგურაობის საუკეთესო მოციგურავეები, რათა მაყურებლებისთვის, მსოფლიო აუდიტორიისთვის საკუთარი ოსტატობა ერთხელაც ეჩვენებინათ.

ტრადიციისამებრ გალა წარმოდგენაზე უხმობენ ქალთა და კაცთა ერთეულებში, წყვილებში თუ სპორტულ ცეკვებში საუკეთესო ხუთეულებს თუ ექვსეულებს, ჩემპიონ-პრიზიორებს.

ეს არის წარმოდგენა, სადაც ქულებისთვის არ გადიან ყინულზე და ერთმანეთს არ ეჯიბრებიან. მილანის ყინულის დარბაზში მაყურებელმა სუფთა მხატვრული წარმოდგენა იხილა, სადაც სხვადასხვა კოსტიუმებში შემოსილ მოციგურავეებს ყინულზე სრიალისას სრული თავისუფლება ჰქონდათ.

გალა წარმოდგენაზე მონაწილეობა მიიღეს მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ანასტასია მეტეკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი