47
22 თებერვალი 2026, 09:32
საქართველოს სპორტის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა - ნინო წიკლაურმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ იასპარეზა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი - როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ხუთჯერ მიიღო მონაწილეობა.
ნინო წიკლაურმა მრავალწლიანი შრომით, მიზანდასახულობით და გამოცდილებით შეძლო, რომ მსოფლიოს უმაღლეს სპორტულ ფორუმზე ღირსეულად წარედგინა ჩვენი ქვეყანა. მისი მონაწილეობა მხოლოდ სტატისტიკა არ არის- ეს არის წლები დაუღალავი შრომის, თავდადებისა და საკუთარი ქვეყნის სიყვარულის.
სამთო-სათხილამურო სპორტში, სადაც კონკურენცია განსაკუთრებულად მაღალია, ოლიმპიურ სარბიელზე ხუთჯერ მონაწილეობა დიდი შრომის, პროფესიონალიზმისა და ფსიქოლოგიურ-ფიზიკური სიძლიერის დასტურია. მისი მიღწევა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებით ზამთრის სპორტის მიმართულებით.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |