48
22 თებერვალი 2026, 09:59
იტალიაში, ქალაქ ვერონაში, ანტიკურ რომაულ ამფითეატრში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართება – 23:30 საათიდან პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ღონისძიება ღია ცის ქვეშ ჩატარდება და მისი სახელწოდება იქნება „სილამაზე მოძრაობაში“ (Beauty in Motion). ორგანიზატორთა თქმით, ცერემონია იტალიურ კულტურას, ხელოვნებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გააერთიანებს.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დელეგაციის წევრებიც. ქართველებისთვის 2026 წლის ოლიმპიადა ისტორიული აღმოჩნდა, რადგან ჩვენმა გუნდმა პირველი მედალი მოიპოვა – ფიგურულ ციგურაობაში, წყვილთა შორის ვერცხლს დაეუფლნენ ანასტასტია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |