დასრულდა ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელიც იტალიაში, მილანსა და კორტინა ამპეცოში გაიმართა. ეს ოლიმპიადა ისტორიული გამოდგა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა პირველად მოიგეს მედალი. ეს ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ შეძლეს. მათ წყვილთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ზამთრის ოლიმპიადაზე 92 ქვეყნის 2871 სპორტსმენი მონაწილეობდა. 18 ოქროს მედლით საერთო ჩათვლაში პირველი იყო ნორვეგია, 12 ოქროს მედალი მოიპოვეს ამერიკის შეერთებული შტატების სპორტსმენებმა, 10-10 იტალიელებმა და ნიდერლანდელებმა.
დახურვის ცერემონიალი ვერონას კოლიზეუმში გაიმართა, სადაც საქართველოს დროშა ლუკა ბერულავამ და ნინო წიკლაურმა გამოიტანეს.
მომდევნო ზამთრის ოლიმპიადა 2030 წელს საფრანგეთში გაიმართება. ოფიციალური სახელწოდება იქნება – საფრანგეთის ალპები 2030. სწორედ საფრანგეთის წარმომადგენლებს გადასცეს ოლიმპიური ცეცხლი მილანისა და კორტინა დამპეცოს მერებმა, რის შემდეგაც ახალი, ოთხწლიანი ოლიმპიური ციკლის ათვლა დაიწყო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |