ირაკლი კირცხალია „იმედის“ და POSTV-ის დასანქცირებაზე: ე.წ. ფეიკის რა სტანდარტიც მოქმედებს BBC-ში, იგივე მოქმედებს ბრიტანეთის ხელისუფლებაშიც. სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ჯობდა საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 24 თებერვალი 2026, 15:39

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია, ტელეკომპანიების „იმედის და პოსტივის“ დასანქცირების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტივისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც მის ე.წ. დასაბუთებასთან ერთად იმდენად აბსურდულია, რომ მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება აზრს მოკლებულია. აშკარაა, რომ ე.წ. ფეიკის რა სტანდარტიც მოქმედებს BBC-ში, იგივე მოქმედებს ბრიტანეთის ხელისუფლებაშიც. სწორედ ამგვარი პროცესების შედეგია უკიდურესად დაბალი რეიტინგი, რომლითაც დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს.

სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა, რომელთა ჩამონათვალი ძალზე ვრცელია - დაწყებული ბოლო წლების ეკონომიკური სტაგნაციით და დამთავრებული უმძიმესი მიგრაციული პრობლემებით. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მაღალი ალბათობით, დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი, რის გამოც განსაკუთრებულ შეშფოთებას და სინანულს გამოვხატავთ.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი თამამად აცხადებს, რომ მის სახელმწიფოს დღეს „დიფ სთეითი“, ანუ ის ძალა აკონტროლებს, რომლის მიერ მართული ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. როგორც ჩანს, ბრიტანეთზე კონტროლის დამყარება „დიფ სთეითს“ 2007 წელს უკვე დაწყებული ჰქონდა, რადგან ყველას გვახსოვს, რომ იმ დროს ბრიტანელ ხელისუფალს „იმედის“ შესახებ არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს კი, ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა.

ბრიტანელ ხალხს ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს. უმძიმესი ტენდენციების მიუხედავად, ვიტოვებთ იმედს, რომ ბრიტანეთი დაიბრუნებს ძველ დიდებას და იმ დროს, როდესაც უდიდესი ისტორიის მქონე ამ სახელმწიფოში ეროვნულ იდენტობას, ტრადიციებს, დემოკრატიულ ღირებულებებს და სიტყვის თავისუფლებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა“, - წერს ირაკლი კირცხალია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი