დავით ქართველიშვილი: დასავლური სანქციური პოლიტიკის ბოლო წლებმა შვა განსაკუთრებული ჟანრი - გეოპოლიტიკური აბსურდის თეატრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 24 თებერვალი 2026, 17:07
„ამგვარად მივიღეთ „მორალური გეომეტრიის“ უცნაური ფორმულა: კატა უფრო სწრაფად ტოვებს გამოფენის სივრცეს, ვიდრე სტრატეგიული ტვირთი ტოვებს ნავსადგურს. სწორედ ამაშია გახრწნილი დასავლეთის ეპოქის ირონია, რომელიც უკვე იმდენად ყარს, რომ გადაუდებელ დეზინფიცირებას საჭიროებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.  

მისი თქმით, კატების საერთაშორისო ფედერაციამ 2022 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთში გამოყვანილი კატები, არ დაეშვათ საერთაშორისო გამოფენებზე. გამოფენიდან  მოხსნილი კატა კი იქცა სანქციური ეპოქის სიმბოლოდ, იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე რომელიმე სტრატეგიული სექტორი.

„დასავლური სანქციური პოლიტიკის ბოლო წლებმა შვა განსაკუთრებული ჟანრი - გეოპოლიტიკური აბსურდის თეატრი. სანქციების ერთ რიგში აღმოჩნდნენ რუსული კატები, რუსული არყის ხეები, რუსული „პარმეზანი“, თვით ჩაიკოვსკი და მისი შემოქმედებაც კი. საერთაშორისო გამოფენებზე აკრძალეს „რუსული ლურჯის“ ჯიშის კატების დაშვება; საკონცერტო დარბაზები XIX საუკუნის რუსული სიმფონიების გარეშე დატოვეს; სანერგეებში აკრძალეს რუსული არყის ნერგების შეტანა; დახლები, ზოგიერთი "რუსული" ყველის მიღმა დატოვეს და ა.შ. 

ლოგიკა თითქოს მარტივია: თუ დასჯაა, ტოტალური იყოს - კატებით დაწყებული, ჩაიკოვსკით დამთავრებული. ფისოების შემთხვევაში საქმე მკაცრად გაწერილ კონკრეტიკამდე მივიდა: FIFe (Fédération Internationale Féline) - კატების საერთაშორისო ფედერაციამ 2022 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთში გამოყვანილი კატები (მათ შორის „Russian Blue“ ჯიშის), არ დაეშვათ საერთაშორისო გამოფენებზე. გამოფენიდან მოხსნილი კატა მოულოდნელად იქცა სანქციური ეპოქის სიმბოლოდ, უფრო სწრაფად, ვიდრე რომელიმე სტრატეგიული სექტორი.
და ამ ყველაფერს ადგილი აქვს სხვა, ბევრად უფრო „მიწიერ“ ნუსხასთან მიმართებით, რასაც ჯიუტად არ ასანქცირებენ, პრინციპიდან „ჭამა ხომ გვინდა“, „ზამთარში გვცივა“, „კონტრაქტები ხომ უკვე გაფორმებულია“, „მიწოდების ჯაჭვები კი რთულია“. ენერგორესურსები, ბირთვული საწვავი, იშვიათი მინერალები, სასუქები, კრიტიკული კომპონენტები, ამ ყველაფერს წლებია თან სდევს  „გამონაკლისები“, შავი ხვრელები და იურიდიული „ლაზეიკები“. 
სიმფონიის ამოღება აფიშიდან მარტივია, ხოლო გაზის გრძელვადიანი კონტრაქტის გაწყვეტა - ნაკლებად. არყის ნერგის კულტივაციის შეჩერება შესაძლებელია, ატომური ელექტროსადგურის საწვავის კი, რთული. ამგვარად მივიღეთ „მორალური გეომეტრიის“ უცნაური ფორმულა: კატა უფრო სწრაფად ტოვებს გამოფენის სივრცეს, ვიდრე სტრატეგიული ტვირთი ტოვებს ნავსადგურს. სწორედ ამაშია გახრწნილი დასავლეთის ეპოქის ირონია, რომელიც უკვე იმდენად ყარს, რომ გადაუდებელ დეზინფიცირებას საჭიროებს,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი