შალვა პაპუაშვილი: ისევე, როგორც 105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი „მეხუთე კოლონა“ რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად. იცვლება მეთოდები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
135 25 თებერვალი 2026, 10:07

25 თებერვალი იქცა თარიღად, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. ჩვენ დღესაც ამ დღის ზეგავლენის ქვეშ ვცხოვრობთ, რადგანაც დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, არასრულყოფილია ჩვენი დამოუკიდებლობა“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა არ არის ისტორიული ეპიზოდი, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს, საბოლოოდ კარგავს სახელმწიფოს.

მისი თქმით, 25 თებერვალი ტრაგიკული დღეა, რომლის გაკვეთილიც ჯერ ისევ სასწავლი გვაქვს.

,, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ აიღო თბილისი და საქართველოს სახელმწიფოებრიობა ძალით ჩაახშო. დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რესპუბლიკად გადაიქცა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიდა დაპირისპირებაში ბოლშევიკებმა დაამარცხეს მენშევიკები და საქართველო 70 წლით ახალი იდეოლოგიისა და წითელი იმპერიის ტყვეობაში აღმოჩნდა.

ამ 70 წლის მანძილზე საქართველოში შეიქმნა ინდუსტრია, წარმოება, განვითარდა ეკონომიკა, გაძლიერდა განათლება, ახალ სიმაღლეზე ავიდა ხელოვნება, კულტურა, მემკვიდრეობაზე ზრუნვა. საბჭოთა წიაღშივე აღორძინდა ქართული ნაციონალიზმი და ეროვნული თვითშეგნებაც, რომლის ფესვებიც ღრმად იყო გადგმული წინა საუკუნეებში. ჩვენ გვყავდა მეცნიერთა, ინტელიგენტთა, ხელოვანთა და კულტურის მოღვაწეთა არაერთი დიდებული პლეადა.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვქონდა მთავარი - დამოუკიდებლობა.

არასოდეს, ჩვენი ისტორიის მანძილზე ქართველს არ მიუტოვებია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ იმპერიულ სივრცეში უხდებოდა არსებობა.

25 თებერვალი იქცა თარიღად, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. ჩვენ დღესაც ამ დღის ზეგავლენის ქვეშ ვცხოვრობთ, რადგანაც დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, არასრულყოფილია ჩვენი დამოუკიდებლობა.

მეტიც, ჩვენი დამოუკიდებლობის ხიშტით ხელყოფას დაემატა მისი სიტყვით ხელყოფა, ქართული ტერიტორიების ოკუპაციას - ქართველთა ტვინების ოკუპაცია, კომუნისტური ინტერნაციონალი ჩაანაცვლა ლიბერალურმა ინტერნაციონალმა, თბილისის თავზე წითელი დროშის აღმმართველი ორჯონიკიძე კი, უცხო დროშების მოფრიალე უსამშობლოებმა.

ისტორია გვაჩვენებს, რომ გარე აგრესია შიდა სისუსტით ძლიერდება. ისევე, როგორც 105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი "მეხუთე კოლონა" რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად. იცვლება მეთოდები, იცვლება ფორმები, მაგრამ უცვლელია მიზანი - სახელმწიფოს დასუსტება შიგნიდან.

25 თებერვალი აუცილებლად უნდა იყოს ამის შეხსენებაც.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა ვითარებაში ვცხოვრობთ, უნდა გვახსოვდეს რა ფასი გადაიხადა საქართველომ თავისუფლების სიყვარულისთვის, უნდა ვიცოდეთ დამოუკიდებლობის ნამდვილი ღირებულება.

დამოუკიდებლობა არ არის ისტორიული ეპიზოდი, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს, საბოლოოდ კარგავს სახელმწიფოს.

25 თებერვალი ჩვენი ისტორიის ტრაგიკული დღეა, რომლის გაკვეთილიც ჯერ ისევ სასწავლი გვაქვს,” - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი