მოვუწოდებ ხელისუფლებას, მიიღოს სამართლებრივი ზომები სანქციების დამწესებლების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 25 თებერვალი 2026, 22:43

კახი კახიშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ხელისუფლების დასუსტებას და სახელმწიფოს გადატრიალებას. კახიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ და ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი და ეს უნდა იყოს ბოლო გაფრთხილება.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზთა გამო (ოდესმე ამ მიზეზებსაც ავხსნი) თავს ვიკავებდი პოლიტიკური შეფასებებისა და ანალიზისგან, მაგრამ ვინაიდან საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მოსაზრება გამოვთქვა. ერთ-ერთ ინტერვიუში, კერძოდ „უცნობის კიდობანში“ სტუმრობისას განვაცხადე, რომ არ შეიძლება იმის გატარება, თუ როგორ უსაფუძვლოდ ასანქცირებენ და ხელფასის, საბანკო მომსახურების, ჯანმრთელობის უზრუნველყოფის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე ტოვებენ პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს და თანამდებობის პირებს, რითაც ფაქტობრივად მიჰყვებიან გადატრიალების ნარატივს. მაშინ განვაცხადე, რომ საჭიროა სასამართლო დავების დაწყება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, თუნდაც რის საფუძველზე უყინავენ საქართველოს მოქალაქეებს ხელფასებს, საქართველოში მოქმედი ბანკები უცხოელი რამდენიმე ვითომ პოლიტიკოსის სურვილით. სამწუხაროდ, ჩემმა ამ განცხადებამ მაშინ აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მაგრამ ისმის კითხვა, თუ დღეს ვამბობთ, რომ ტელეკომპანიების მიმართ ყველაფერი გაკეთდება რათა სანქციები არ გავრცელდეს, რატომ არ იყო ასეთი მიდგომა თავის დროზე პოლიციელების მიმართ და რატომ არ იყო შესაბამისი სამართლებრივი ზომები მიღებული დროულად, რომ ამას არ ჰქონოდა ასეთი განგრძობითი ხასიათი?!
დღეს უკვე ვხედავთ, რომ კონკრეტული ადამიანებიდან გადავიდნენ კომპანიებსა და კონსორციუმებზე. თუ ამას არ მოჰყვება მყისიერი სამართლებრივი შეფასება, (ფაქტია, მხოლოდ განცხადებები ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აინტერესებთ) პროცესი კიდევ გაგრძელდება და მალე ვიხილავთ, რომ სანქციებს დაუწესებენ ბიზნესმენებს, რომელთა მიმართაც თვითონ ექნებათ განცდა, რომ თურმე „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან. ხვალ-ზეგ იქნება ყულევის ნავთობ ტერმინალი, შემდეგ რომელიმე სხვა კომპანია, შემდეგ მანგანუმი და კომპანიები, რომლებსაც საკუთარი წარმოებით დოვლათი შემოაქვთ საქართველოს ბიუჯეტში და საბოლოოდ ბიზნესს ექნება არჩევანი და ბიზნესი არჩევანს როგორ აკეთებს ყველამ კარგად ვიცით. სადაც ძლიერია იქ მიდის ბიზნესის დიდი ნაწილი.

ამასთან, საოცარია ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია. მესმის, შეიძლება ძალიან უხაროდეთ „პოსტივის“, „იმედის“, თუ პოლიციელების დასანქცირება, მაგრამ ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი საწარმოების დასანქცირება რომ უხარიათ და მეტიც, ამას ითხოვენ კიდევაც, ეს არის საოცარი და ალბათ საზოგადოებასაც უნდა გაუჩნდეს კითხვა: ნამდვილად უყვარს ამ ხალხს სამშობლო, თუ უბრალოდ თანამდებობების გულისთვის მიდიან ყველაფერზე?

ამიტომ დროული გადაწყვეტილების მიღება არის მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი და ეს უნდა იყოს ბოლო გაფრთხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ნელ-ნელა, ეტაპობრივად აბსოლუტურად ყველა თუკი ვინმე რამეს წარმოადგენს საჯარო ხელისუფლებაში, ან ბიზნესში მოჰყვება სანქციების ქვეშ, რათა ხელოვნურად მოხდეს ამ ადამიანების დისტანცირება „ქართული ოცნებიდან“. ეს არის ნელი გზა სახელმწიფოს გადატრიალების ხელშეწყობისა. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლებას ეს ძალიან კარგად ესმის. საოცარი ბრიტანული მართლმსაჯულება!. ე.ი პრინცი, რომელსაც ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში, პედოფილიასა და კორუფციაში სასჯელის სახედ შეუფარდეს „სამეფო ცხენის“ ჩამორთმევა და სახლში გაუშვეს. აი ეს არის მთელი იუმორი ამ ყველაფერში. ასევე ღიმილის მომგვრელია, როდესაც ბრიტანეთი, რომელიც მთელ მსოფლიოში საკუთარი მედია საშუალებების მიერ პროპაგანდით და ფაქტების დამახინჯებითაა ცნობილი, რომლებიც ფაქტობრივად ასრულებენ ბრიტანეთის სპეც. სამსახურების დავალებებს, რაც ტრამპის მაგალითმაც არაერთხელ დაადასტურა, სხვა ქვეყნის მედია საშუალებებზე საუბრობდეს“, - წერს კახიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: ბრიტანეთი შეეცადა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით საქართველოს მოქალაქეებისთვის წაერთმია ალტერნატიული ინფორმაციის გაგების საშუალება
თამთა მეგრელიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ მიმართ გამოყენებული ბრძოლის მეთოდი, ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია
გია აბაშიძე: საქართველოს თავისუფალ მედიაზე, POSTV-სა და "იმედზე“ თავდასხმა თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა
დავით ჩიხელიძე: ფაქტობრივად, სანქციები ეხება იმ მაყურებელს, რომლებიც „იმედს“ და POSTV-ს ტელევიზიებს ენდობიან და მათგან იღებენ ინფორმაციას
ირაკლი ხელაძე: დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე - პოლიტიკურად მოტივირებულია
არქივი