ლაშა ბექაური ტაშკენტის „გრანდ სლემის“ ვიცე-ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 01 მარტი 2026, 17:53

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტაშკენტის გრანდ სლემს 15-კაციანი გუნდით ეწვია, მათ შორის ერთი - ქალთა ნაკრების წარმომადგენელი იყო. 

ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი მხოლოდ -90 კილოგრამ წონითი კატეგორია გამოდგა - ლაშა ბექაურმა ტაშკენტის გრანდ სლემი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში იპონით გაიმარჯვა რუმინელ მეტოქესთან, ოქროს ქულამდე გაგრძელებულ შეხვედრაში ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა უზბეკ მოწინააღმდეგესთან. მეოთხედფინალში იპონით მოუგო კორეელ მეტოქესაც. ნახევარფინალში ვაზარით გაიმარჯვა იაპონელთან, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ვაზარით დამარცხდა აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი