ბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლა, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ - არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 03 მარტი 2026, 11:39

სერიოზულად რომ შევხედოთ საკითხს, ვხედავ სამ მდგენელს, რომელიც ალბათ ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო. ერთი არის რომ იარლიყის მიწებება მომხდარიყო ამ ორი ტელევიზიისთვის, ჯამში ამ ორის რეიტინგი რომ აიღო, ფარავს ყველა დანარჩენს და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველაზე მეტი ხალხი უყურებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, რასაკვირველია საზოგადოებრივ აზრზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ბრიტანეთშიც, ბორის ჯონსონი გვიყურებს თურმე, - განაცხადა „პოს ტვ"-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელევიზიისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".

ოდიშარიას განცხადებით, "იმედის" და "პოს ტვ"-ის სანქცირების მიზანი იყო ამ არხებისთვის რუსული პროპაგანდის მანქანის იარლიყის მიწებება, ოპოზიციური არხებისთვის დახმარების ხელის გაწვდენა და ჩამქრალი ოპოზიციური მუხტის როგორღაც გამოცოცხლება.

"ერთი იყო, რომ იარლიყი მიეწებებინათ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის მანქანა, ოღონდ, თან ეს ადამიანები ვინც ტაშს უკრავენ, არიან ისინი, აგენტის იარლიყს ნუ გვაწებებთ, როდესაც უცხო ქვეყნის აგენტები ვართო, ამბობდნენ გამჭვირვალობის კანონზე, როდესაც აგენტის ჩანაწერის ამოღებას ითხოვდნენ.
მეორე ნაწილია, რომ იქნებ, როგორღაც დახმარების ხელი გაეწვდინათ იმ მომაკვდავი ოპოზიციური არხებისთვის, რომლებიც რეიტინგებში ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. იქნებ, როგორღაც ამ არხებს ფუნქციონირებაში ისე შევუშალოთ ხელი, რომ მაყურებელი აქეთ გადმოვიდეს, როგორღაც ამათი დემონიზება ისე მოხდეს, რომ სხვა გზა არ იყოს და ამათი მოსმენა და ყურება ხალხისთვის 'გასატეხი" გახდეს.
მესამე და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მინავლებული ოპოზიციური მუხტისთვის, ამ აქტივიზმისთვის, როგორღაც ახალი ფითილი შეენთოთ, იმიტომ, რომ ნახავდით, რაც გააკეთეს პირველი, იყო სლოგანით - "უარი სანქცირებულ ტელევიზიებს"- ამ სლოგანით მარში დაძრეს." - აღნიშნა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, გარე ძალები და შიდა აგენტურა არ აღიარებე საკუთარ დიაგნოზს, რაც მდგომარეობს მათი პოლიტიკური მომავლის არქონაში. ოდიშარიას შეფასებით, მსგავსი უსამშობლო აგენტურის გასამარჯვებელი სივრცე არ არსებობს, იმის მიუხედავად, თუ რა სახის დახმარებას შესთავაზებს ოპოზიციას ნებისმიერი ევროპელი ბიუროკრატი.

"ჩვენ ამ მუდმივ წრებრუნვას ვუყურებთ. როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლეს, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, ისე შედეგს ვერ მიიღებენ - ეს ადამიანები არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში მათ პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ , ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ერს, ჩვენ კოლექტიური მეხსიერება გაგვაჩნია, გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის თავის ეროვნულ ინტერესსა და მოსახლეობაზე ორიენტირებული და მსგავსი უსამშობლო აგენტურის გასამარჯვებელი სივრცე და ველი ფიზიკურად არ არსებობს, როგორი ტრამპლინიც არ უნდა შეუქმნას ნებისმიერმა გარე ბიუროკრატმა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან," - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი