73
04 მარტი 2026, 12:13
იტალიაში მიმდინარე პარაოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას 11 ქვეყანა და ევროკავშირი ბოიკოტს უცხადებენ, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ.
მისი თქმით, საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა ის, რაც მშვიდობის ხელშეწყობის ცერემონია უნდა ყოფილიყო, მოსკოვისა და მინსკისთვის სამხედრო პროპაგანდის შოუდ გადააქცია.
მინისტრის განცხადებით, ასეთი ნაბიჯის საპასუხოდ ბოიკოტი ბუნებრივი რეაქციაა.
რუს სპორტსმენებს 2014 წლის შემდეგ პირველად მიეცათ უფლება პარალიმპიადაში თავიანთი დროშითა და ჰიმნით მონაწილეობა მიიღონ. თამაშებზე ექვსი რუსი სპორტსმენი გაემგზავრება.
უკრაინამ ასევე განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენების დაშვების გამო უკრაინის ნაკრები და ოფიციალური პირები პარაოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ბოიკოტს გამოუცხადებენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |