თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია — მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 04 მარტი 2026, 18:17

გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და ევროპაში მიგრაციის გავლენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნა, რომ მიგრაციული პროცესები დღეს საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცა.

ანალიტიკოსის შეფასებით, ევროპის ქვეყნების თავშეკავება ირანთან კონფლიქტში პირდაპირ ჩართვაზე, მნიშვნელოვანწილად უკავშირდება დემოგრაფიულ ცვლილებებსა და მუსლიმი მოსახლეობის ზრდას ევროპაში.

„ესპანეთის ცივი უარი ამერიკას, ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების თავშეკავება ირანთან პირისპირ კონფლიქტში ჩართვაზე, გამოწვეულია მუსლიმი მოსახლეობის ძლიერი მიგრაციული ნაკადებით ევროპულ სახელმწიფოებში. დღეს ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია. მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში, მითუმეტეს, ირანისგან გამოცხადებული ჯიჰადის ფონზე.

მიგრაციული პოლიტიკა გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ომის დაწყებამდე ირანთან მიმართებით, რომელსაც ორი დიდი უპირატესობა აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით — ეს არის მოსახლეობის რიცხოვნობა ქვეყანაში და საზღვრებს მიღმა, სწორედ იმ სახელმწიფოებში, რომლებიც დღეს მაქსიმალურად დისტანცირდებიან ამ კონფლიქტისგან. მეორე დიდი უპირატესობა არის ირანის მკაცრი სახელმწიფო რელიგიური პოლიტიკა და ბრძოლის სასტიკი გზები. ამ უპირატესობებით მოქმედებდა ირანი ისრაელი-ამერიკის წინააღმდეგ და იგივე გზებით აპირებს არა მარტო ამ ქვეყნებთან ურთიერთობას, არამედ იმათთანაც, ვინც დღეს აშშ-ს დაეხმარება.

რელიგიური ფაქტორი რამდენადაც შეიძლება უპირატესობად ჩავთვალოთ, იმდენად დიდ რისკებს შეიცავს ირანისთვის — ამან შესაძლოა ბლოკირება გაუკეთოს საკუთარ თავს. ასევეა ამერიკა-ისრაელიც — რამდენადაც დიდი აქვთ შესაძლებლობები, იმდენად შესაძლოა მარტო აღმოჩნდნენ ირანთან პირისპირ ბრძოლაში სწორედ მუსლიმი თემის დემოგრაფიული მაჩვენებლების გათვალისწინებით.

ამას ასაბუთებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ალი ხამენეის ვაჟი — მოჯტაბა ირანის ახალ სულიერ ლიდერად აირჩიეს. ესეიგი, ირანი იგივე პრინციპებით აგრძელებს სახელმწიფო პოლიტიკას. ეს იყო გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ აიათოლას მიერ გაზრდილ რელიგიურ მებრძოლებს თითქმის იგივე ლიდერი ჰყავთ.

დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, ერთ დროს ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკა რამხელა საფრთხედ იქცა თავად დასავლეთისთვის.

დღეს ევროპა ხვდება, თუ რამხელა შეცდომა დაუშვეს წარსულში, თუმცა უკვე ძალიან გვიანია — ისინი ჩიხში არიან: ან უნდა მიჰყვნენ ამერიკას ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაიზიარონ გლობალური პოლიტიკის პასუხისმგებლობა, ან უნდა დაიცვან საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოება და უარი თქვან მთავარ პარტნიორზე. ორივე შემთხვევაში ევროპა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ვიდრე იყო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად. ესეც მათი გაუთვლელი პოლიტიკის შედეგია ათეული წლების წინ. და დღეს ეს ხალხი ჩვენ გვიტარებენ პოლიტიკურ გაკვეთილებს?

ისევე როგორც რუსეთ-უკრაინის, ასევე ამერიკა-ისრაელისა და ირანის ომიც ანადგურებს ევროპას. ეს კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სამხედრო ალიანსის არსებობას. როგორი გზაც არ უნდა იპოვოს ევროპამ ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად, უკვე ძალიან გვიანია — პროცესები უკვე დაძრულია,"—წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შაქარიშვილი- პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება
ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელს: ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ
გია აბაშიძე „ტვ პირველს“: როდესაც აიათოლას აი თოლიასგან ვერ არჩევ, როდესაც ქალაქის სახელი და სასულიერო პირის რანგირება არ იცი - როგორ შეიძლება ნორმალურად მომიყვე გეოპოლიტიკური ამბები?
დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით
ზურაბ ქადაგიძე: ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს - ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს
არქივი