ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელს: ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 04 მარტი 2026, 18:30
გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი უბედურების წინაშე დგას, რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი, საკუთარი ქვეყანა ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულო? - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომელმაც თქვა,  რომ  "საქართველოში, პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს “უნივერსიტეტი“, რომელიც არის ტერორისტების სკოლა და მისი რექტორი იყო თავის დროზე ის ადამიანი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა. მართალია, მას არ აქვს აკრედიტაცია, ოფიციალურად არ არის ის უნივერსიტეტი, მაგრამ ამის მიუხედავად ის ფუნქციონირებს, მას ჰყავს სტუდენტები."

მისი თქმით, ისეთ ადამიანს, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებს, კარგს ვერაფერს უწოდებს საზოგადოება. 

„გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი უბედურების წინაშე დგას, რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი, საკუთარი ქვეყანა ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულო? 
მერე იკითხავთ, ხიდაშელი თხემით-ტერფამდე უცხო ქვეყნის აგენტი, რატომ გგონიაო?! 

მაგრამ ამასაც  რომ თავი დავანებოთ, ერთი კითხვა მაქვს ამ გვარით ქართველ ადამიანთან თუ აკრედიტაცია არ აქვს თქვენს მიერ ნახსენებ სასწავლებელს, თუ სახელმწიფოს მხრიდან ვალიდაცია არ გაუვლია, შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის და სწავლებისათვის მიღებული რესურსები  არ აქვს დადეკლარირებული ხომ? - ასე რომ არ იყოს,  ღიად და საჯაროდ იმოქმედებდა.

ახლა თუ მიხვდით გვარით ქართველო  რომ გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  იყო საქართველოსთვის?!
ახლა თუ მაინც დავიდა თქვენს  გამრუდებულ ლოგიკამდე,  რომ ბოროტების პოტენციური ალბათობა, რომელიც ყველა მხრიდან მოდის, კანონის მეშვეობით უნდა დაიზღვეს?

ახლა თუ მაინც მიაგენით თქვენი გაუკუღმართებული ორიენტირით,  რომ გამჭვირვალობის კანონის გაპროტესტებით  პოტენციურ რელიგიურ-ექსტრემისტულ ორგანიზაციებს,  თქვენ თვითონვე ახალისებდით?! 

თუმცა, ისევ პირველ აბზაცს დავუბრუნდეთ - ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ.“ - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი