უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი უკრაინელი წყვილი ოჯახად აღიარა. სწორედ ამის არ დაშვების გამო ცდილობენ დასაჯონ ჩვენი ქვეყანა და ამიტომ ისმის მუქარები ბრიუსელიდან ქართველი ხალხის მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
244 09 მარტი 2026, 14:10

უკრაინა, მილიონიანი მსხვერპლის და ოთხწლიანი დამანგრეველი ომის პარალელურად ამაყობს, რომ კიევში იმართება მასშტაბური ლგბტ აღლუმი და ფაქტობრივად ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაც მოხდა სასამართლოს მიერ. ეს არის რეალური შეფასების კრიტერიუმი, რასაც ყველა რეზოლუციაში თუ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს ევრობიუროკრატია, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

ის უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც ერთნაირსქესიანი წყვილი ოჯახად ქვეყნის ისტორიაში პირველად აღიარა.

„უკრაინა ნამდვილად „წინ“ არის შიგევროპული ინტეგრაციის გზაზე - უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი უკრაინელი წყვილი ოჯახად აღიარა. სწორედ ამის არ დაშვების გამო ცდილობენ დასაჯონ ჩვენი ქვეყანა და ამიტომ ისმის მუქარები ბრიუსელიდან ქართველი ხალხის მიმართ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დიდი ხანია აფრთხილებს საზოგადოებას თუ რეალურად რა ფასის გადახდაა საჭირო ევროკავშირის გზაზე, თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურებისთვის.
უკრაინა, მილიონიანი მსხვერპლის და ოთხწლიანი დამანგრეველი ომის პარალელურად ამაყობს, რომ კიევში იმართება მასშტაბური ლგბტ აღლუმი და ფაქტობრივად ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაც მოხდა სასამართლოს მიერ. ეს არის რეალური შეფასების კრიტერიუმი, რასაც ყველა რეზოლუციაში თუ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს ევრობიუროკრატია.
ლგბტ სიგიჟე ყოველდღიურად უფრო და უფრო ღრმავდება ევროკავშირის შიგნით, სახეზეა - ლგბტ სტრატეგია 2026-2030, რომლის მიხედვითაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვებში სქესის შეცვლა იყოს ხელმისაწვდომი; ასევე, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც წევრ ქვეყნებს ავალდებულებს აღიარონ სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ კონკრეტულ ქვეყანაში ეს კანონმდებლობით დაშვებული არ არის. აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის პოლონეთმა უკვე მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები და ქორწინების რეგისტრაციის დოკუმენტიდან ამოიღო ტერმინები - ქმარი და ცოლი, ნაცვლად ამისა გაჩნდა ჩანაწერი - „მეუღლე N1” და “მეუღლე N2”…
უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური და ღირებულებითი დეგრადაცია დროებითი მოვლენა არ არის, არამედ ამას აქვს შეუქცევადი ხასიათი და კონსტიტუციის 78-ე მუხლი გვავალდებულებს ამ ყველაფრის ნაწილად ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა.
ამიტომ, სასწრაფოდ არის დასაწყები GEOEXIT-ის პროცესი და აუცილებელია ევროილუზიიდან საბოლოო გამოღვიძება“, - წერს შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი