მეგრელიშვილი ქაცარავას განცხადებაზე: როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფიგურები უცხოურ სტრუქტურებს საკუთარი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას გადასცემენ, ეს საზოგადოებაში კითხვებს აჩენს - "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში შესაძლოა წინასწარ დაგეგმილი პროცესის შედეგი იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 16 მარტი 2026, 14:10

დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააჩინა მძიმე შეკითხვები იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მიმდინარეობდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, ეს პროცესი ჰგავს პოლიტიკურად ორგანიზებულ კამპანიას, რომელშიც შიდა ოპოზიციური ჯგუფები და მათი უცხოელი პარტნიორები კოორდინირებულად მოქმედებენ.

„ დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააჩინა მძიმე შეკითხვები იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მიმდინარეობდა. მისი სიტყვებიდან გამოიკვეთა, რომ გამოსაკითხ პირთა სიის ფორმირება და ამ პროცესის მართვა სპონტანური არ ყოფილა და მასში კონკრეტული პირები მონაწილეობდნენ. როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფიგურები უცხოურ სტრუქტურებთან ასეთ ფორმატში  თანამშრომლობენ და საკუთარი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას გადასცემენ, ეს ბუნებრივად აჩენს ეჭვს, რომ ამ ქმედებებს შეიძლება ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო შედეგები მოჰყვეს.

ამ ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში შესაძლოა არა ფაქტების ნეიტრალური ანალიზი, არამედ წინასწარ დაწერილი სცენარის რეალიზება  იყოს. 

ეს პროცესი  პოლიტიკურად ორგანიზებულ კამპანიას ჰგავს, სადაც შიდა ოპოზიციური ჯგუფები და მათი უცხოელი პარტნიორები ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები  უკვე წლებია ქვეყანას ებრძვიან,  მათ, შიდა დაპირისპირებები საერთაშორისო არენაზე გადააქვთ და საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური ძალების ხელშემწყობ სუბიექტებს წარმოადგენენ. 

ისინი მორჩილებას და ვალდებულებას არა საკუთარი ხალხის, არამედ დასავლელი პატრონების წინაშე გრძნობენ, რომლებიც მათთვის გადაწყვეტილებებს განსაზღვრავენ.

საქართველო არ უნდა გახდეს უცხოელი პატრონებისა და ღალატისკენ მიდრეკილი ჯგუფების  სათამაშო მოედანი, ჩვენი ვალია მკაფიოდ ვთქვათ უარი ყველა იმ პოლიტიკოსზე თუ პარტიაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და დავიცვათ ეროვნული ინტერესები! 

გავაძლიეროთ სუვერენიტეტი და გავაგრძელოთ განვითარება!“ - წერს მეგრელიშვილი.




სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი