თამთა მეგრელიშვილი: პრეზიდენტის განცხადება, რომელიც საქმიანი იყო და მისი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 16 მარტი 2026, 16:38

პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „პირველი ლედის“ ნაცვლად „პირველი დედის“ ამბობს.

მეგრელიშვილის თქმით, შესაძლოა დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკა მოკლევადიან ეფექტს ქმნის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ცრუ ნარატივების შემქმნელებისთვის დამღუპველი შედეგი მოაქვს.

„ოპოზიცია, როგორ პოლიტიკურად გამოფიტული ძალა, რეალური პოლიტიკური დისკუსიის ნაცვლად დეზინფორმაციითა და ხელოვნურად შექმნილი სკანდალებით იკვებება.

პოლიტიკურად უსაქმური ოპოზიციისათვის მათთვის არასასურველი პოლიტიკოსების განცხადებების დამახინჯება და განსხვავებული შინაარსით გავრცელება ძირითად საქმიანობად იქცა.

პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას.

საგულისხმოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის ამგვარი მიდგომა პირველი შემთხვევა არ არის, რა იწვევს ასეთ მიდგომებს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ?!

ვფიქრობ ეს გამოწვეულია პრეზიდენტის სიძლიერით, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს რეალური მნიშვნელობა შესძინა და ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგას!

შესაძლოა დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკა მოკლევადიან ეფექტს ქმნის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ცრუ ნარატივების შემქმნელებისთვის დამღუპველი შედეგი მოაქვს!

მძიმე დიაგნოზია აკრიტიკებდე ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე მდგარ ქვეყნის პრეზიდენტს და ტაშს უკრავდე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მისთვის წინასწარ დაუწერელი ტექსტის გარეშე, საჯაროდ საუბრისას არაერთი შეცდომა დაუშვა და ნეტა მხოლოდ სიტყვა ყოფილიყო მისი შეცდომა, კაცმა საკუთარი მმართველობის პირობებში ქვეყანა გაიმეტა და დაღუპა!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ
გია აბაშიძე: ხანმოკლე აღმოჩნდა ნაცუსაშველოების კაკაფონია, ჰააგაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ "მოსკოვის მექანიზმით" ე.წ.საქმის აღძვრაზე; ანგარიშის ვითომ ავტორმა ანგაჟირებულმა ექსპერტმა გჟებიკმა უარყო ეს პერსპექტივა
დავით ჩიხელიძე ვიქტორ ყიფიანზე: „მელკი ქურდბაცაცა“ ფაქტზე წაასწრეს და მოპარული ფულის დაბრუნებასთან ერთად ბოდიშებიც ბევრი იხადა, ოღონდ არ დამიჭიროთო
ნიკოლოზ მეტრეველი: ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან - ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება, როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ოპონენტთან
ედიშერ გვენეტაძე: დიახ, თამარ ბაგრატიონი მდაბიო, უსახურ მოღალატეთაგან განსხვავებით ოკეანის გაღმა მიდის არა საქართველოს გასაშავებლად და გასაუბედურებლად, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების გასახმოვანებლად და გასაძლიერებლად
არქივი