ნიკოლოზ მეტრეველი: ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან - ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება, როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ოპონენტთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 17 მარტი 2026, 11:17

დღეს, ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში აშკარად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან, მათ შორის იმ პოლიტიკოსებთანაც, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მეტრეველის განცხადებით, პრემიერის ქმედება „არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება“ და ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, რომლებიც დებატების მსგავს ფორმატს გაურბიან ირაკლი კობახიძის ღიაობა კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის მის მზაობას არგუმენტირებული დიალოგისთვის.

„დღეს, ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში აშკარად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან, მათ შორის იმ პოლიტიკოსებთანაც, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს.

პრემიერის ეს ნაბიჯი მხოლოდ პიარული ჟესტი არ არის. ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება. როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ოპონენტთან, ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გაურბის კითხვებს, კრიტიკას და პასუხისმგებლობას.

სამწუხაროდ, რეალობა ისიც არის, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ე.წ. დემოკრატიული ლიდერები მსგავს ფორმატში დებატებს ხშირად არ თანხმდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპონენტები ან ჟურნალისტები მათთვის არაპოპულარულ კითხვებს სვამენ. ამ ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთი ღიაობა კიდევ უფრო გამოკვეთილად აჩვენებს პოლიტიკურ თავდაჯერებულობას და მზადყოფნას არგუმენტირებული დიალოგისთვის“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ
გია აბაშიძე: ხანმოკლე აღმოჩნდა ნაცუსაშველოების კაკაფონია, ჰააგაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ "მოსკოვის მექანიზმით" ე.წ.საქმის აღძვრაზე; ანგარიშის ვითომ ავტორმა ანგაჟირებულმა ექსპერტმა გჟებიკმა უარყო ეს პერსპექტივა
დავით ჩიხელიძე ვიქტორ ყიფიანზე: „მელკი ქურდბაცაცა“ ფაქტზე წაასწრეს და მოპარული ფულის დაბრუნებასთან ერთად ბოდიშებიც ბევრი იხადა, ოღონდ არ დამიჭიროთო
ედიშერ გვენეტაძე: დიახ, თამარ ბაგრატიონი მდაბიო, უსახურ მოღალატეთაგან განსხვავებით ოკეანის გაღმა მიდის არა საქართველოს გასაშავებლად და გასაუბედურებლად, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების გასახმოვანებლად და გასაძლიერებლად
თამთა მეგრელიშვილი: პრეზიდენტის განცხადება, რომელიც საქმიანი იყო და მისი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას
არქივი