დავით ჩიხელიძე ვიქტორ ყიფიანზე: „მელკი ქურდბაცაცა“ ფაქტზე წაასწრეს და მოპარული ფულის დაბრუნებასთან ერთად ბოდიშებიც ბევრი იხადა, ოღონდ არ დამიჭიროთო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 17 მარტი 2026, 11:31

ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ვიქტორ ყიფიანი არის დადასტურებული თაღლითი, რომელმაც ისარგებლა ნდობით და ადვოკატობის დროს ბიძინა ივანიშვილს ფული მოჰპარა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ვიქტორ ყიფიანი, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული აგენტი, ფრთხილად უნდა იყოს, რადგან საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ქართველი ხალხისგან აგენტურას დანდობა არ ექნება.

„ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ვიქტორ ყიფიანი არის დადასტურებული თაღლითი, რომელმაც ისარგებლა ნდობით და ადვოკატობის დროს ბიძინა ივანიშვილს ფული მოჰპარა. ცხადია, ეს „მელკი ქურდბაცაცა“ ფაქტზე წაასწრეს და მოპარული ფულის დაბრუნებასთან ერთად ბოდიშებიც ბევრი იხადა, ოღონდ არ დამიჭიროთო.

პარალელურად არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული და ყურით დაჭერილი აგენტი. ეს არის ფაქტები ვიქტორ ყიფიანის შესახებ. რასაც აკეთებს, აკეთებს ყველაფერს გარე კარნახით და ამიტომ, ვურჩევდი მას, რომ ძალიან ფრთხილად იყოს. ფრთხილად იყოს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რადგან ქართველი ხალხისგან აგენტურას დანდობა არ ექნება“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: საქართველო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ უფრო შესამჩნევლად გამოდის ზეწოლის ობიექტის რეჟიმიდან და ბრუნდება იმ აქტივის კატეგორიაში, რომელსაც ანგარიშს უწევენ
თამარ ჩერგოლეიშვილი: როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქუთაისში, მე-19 საუკუნის კათოლიკური ტაძარი მიიტაცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ - სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ეს უსამართლობა გამოასწოროს
ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალებზე: მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, ქვეყანა რომ აინტერესებდეთ ან პროგრამას დადებდნენ, ან საზოგადოებას რეალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ. მათთვის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ უცხოეთიდან
გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში - საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით „დაქვეითება?“
სოსო არჩვაძე: მსოფლიოში მაღალი ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის დინამიზმი, ექსპორტის წინმსწრები ზრდა და მიღწეული შედეგები არა მხოლოდ ქვეყნის მდგრადობას, არამედ საქართველოს გეოპოლიტიკური როლისა და მნიშვნელობის ზრდას ადასტურებს
არქივი