დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 19 მარტი 2026, 11:28

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშიდან ამონარიდს აქვეყნებს.

„მოგეხსენებათ, სამუშაო ჯგუფის წევრის რანგში პატივი მქონდა, სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მიმეღო მონაწილეობა. დღეს მინდა გამოვაქვეყნო საბოლოო ანგარიშიდან, 2008 წლის ომის ეპიზოდის ეს ერთ-ერთი ფრაგმენტი:

„...გამორიცხულია ორიოდე სიტყვა არ დაეთმოს ჩვენი დედა-ეკლესიის როლს უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს და ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში. დავიწყებთ იმ უშუალო თვითმხილველების მოგონებებით, თუ რა დონის გაოგნებული იყო ქვეყნის პატრიარქი, როდესაც არავის მოსვლია თავში აზრად მისი წინასწარი გაფრთხილება თუ რჩევის მიღება, როგორც შემდგომში გაირკვა, ფატალური ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების წინ.

უკვე პოსტ-ფაქტუმ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საქართველოს საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირები აქტიურად მონაწილეობდნენ კონფლიქტის მოგვარებისა და დაზარალებულთა დახმარების გაწევის მცდელობებში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კონფლიქტის ორივე მხარეს შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტისა და პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების მოწოდებით მიმართა. მან ხაზი გაუსვა ქრისტიანული რწმენით გაერთიანებულ ქართველ და ოს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და ოჯახურ კავშირებს და მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედი გამოთქვა.

მან ასევე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას: მისმა უწმინდესობამ მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს, როგორიცაა რუსეთი, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები, ხელი შეუწყონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს დაიცვას თავისი წინაპრების მიწა და შეინარჩუნოს ძმური ურთიერთობა ოს ხალხთან. ყველაზე ინტენსიური ბრძოლის ადგილებშიც კი ქართველი მღვდელმსახურები აღავლენდნენ დაღუპულთა ხსოვნისადმი ლოცვას, უსამძიმრებდნენ ოჯახებს და მოსახლეობას ზნე-ჩვეულებას უნარჩუნებდნენ.

სასულიერო პირები მონაწილეობდნენ ჭირისუფალთა დახმარების ორგანიზებაში, ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვებაში და ლტოლვილებისთვის ეკლესია-მონასტრებში თავშესაფრის მოწყობაში. მათ მოქმედებებს და კოორდინაციას უშუალოდ საქართველოს საპატრიარქო ახორციელებდა. ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოწესრიგების ინიციატივით კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პირადად გამოავლინა მღვდელმსახურები დაზარალებულ რაიონებში ღვთისმსახურებისა და დახმარების გასაწევად.

საეკლესიო სტრუქტურები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ადგილობრივ თემებთან, უზრუნველყოფდნენ მხარდაჭერას და კომფორტს რთულ დროს. ამრიგად, საქართველოს საპატრიარქომ და მისმა სასულიერო პირებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მხარეთა შერიგებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის მცდელობებში. ყველას გვახსოვს და არასდროს დაგვავიწყდება, ხელისუფლების მიერ ბრძოლის ველზე, მოწინააღმდეგის ზურგში დატოვებული ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების და მშვიდობიანი მოსახლეების ცხედრების გამოტანის პროცესებს: ურიკებით, ცხენებით, საკაცეებით - რასაც უშუალოდ ჩვენი გმირი სამღვდელო დასის წარმომადგენლები ახორციელებდნენ..."

ეს არის მშრალი დოკუმენტური ტექსტი, რომლის უკან უწმინდესის ცრემლი, ემოცია, ტკივილი, დიდსულოვნება, გმირობა, ქართველობა და მოყვასისადმი უზომო სიყვარული იმალება. უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...“ წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი